ტელ.: 591 037878 / 032 205 44 11
მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
დიზაინერები
ანგელეტი • რუზზა

With an ethical vision, understandable and close to people, Silvana Angeletti and Daniele Ruzza design essential objects that are capable of existing over time. They are looking for harmony and beauty that arise from the effective management of the production process and in response to changes in society and ways of living.

They create objects with a soul, capable of relating to environments and people. Partners in life and work, after graduating in Industrial Design at the ISIA in Rome choose to live in Rieti, away from the capitals of design, to maintain a more authentic vision of the profession, which must deal with complex problems: with functional and technological to economic, from social changes to new user needs.

პატრიკ ნორგეტი

პატრიკ ნორგეტი გრაფიკული პერსპექტივიდან უახლოვდება საგნებსა და დიზაინს. ბავშვობიდანვე მოსწონდა სახატავი წიგნაკები, რომლებსაც ესკიზებითა და ნახატებით ავსებდა. ამ კონსტრუქციული მეამბოხის არაჩვეულებრივი პორტფოლიო პარიზში ინდუსტრიული დიზაინის შესწავლიდან იწყება.

მისი კარიერა უეცრად შემოტრიალდა 2000 წელს, როდესაც ჯულიო კაპელინმა შეამჩნია მისი ამჟამად ცნობილი „ცისარტყელა სკამი“.  ის შეუერთდა დიზაინერების ჯგუფს, რომელთან ერთადაც შექმნა პარიზული სტუდია. ამის შემდეგ, მუშაობა დაიწყო უდიდეს მწარმოებლებთან (Tacchini, Kristalia, Cassina, Alia, Tolix ...) და ყველაზე ცნობილ ბრენდებთან.

შთაგონებული გარშემო სამყაროს ყველა დეტალით, პატრიკ ნორგეტი არასდროს მიყვება ტრენდებს; ის ცდილობს ისეთი ფორმა მისცეს პროდუქციას, რომელთა შესაბამისობა და თანამედროვეობა შეძლებს გაუძლოს დროს: „კარგი დიზაინის პროდუქტი, შექმნილი დაუზოგავი კოლაბორაციით, არის მარადიული“.

სამომხმარებლო პროდუქტებიდან ძვირფას ნივთებამდე, პატრიკ ნორგეტი ტოვებს ავთენტურობისა და ელეგანტურობის ნიშას თითოეულ მათგანზე. დღესდღეობით, პატრიკი საერთაშორისო დიზაინის სცენის მთავარი ფიგურაა.


სებასტიან ჰერკნერი

სებასტიან ჰერკნერი დაიბადა 1981 წელს მერგენთაიმში, გერმანიაში. ისწავლა პროდუქტის დიზაინი ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში, ოფენბახში, და სწავლის პერიოდშივე კონცენტრირდა პროდუქტისა და ავეჯის დიზაინზე, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე კულტურული კონტექსტი და ახალი ტექნიკები.  

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ჰერკნერმა სტაჟირება გაიარა სტელა მაკარტნისთან, ლონდონში, რამაც მასალების, ფერების, სტრუქტურებისა და ტექსტურების მიმართ აღქმისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებაში შეუწყო ხელი. ამის შემდგომ, დააარსა საკუთარი დიზაინერული სტუდია ოფენბახ-მაინში, 2006 წელს. შექმნა პროდუქტები ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა ClassiCon, Dedon, Fontana Arte, La Chance, Moroso, Pulpo, Rosenthal და Very Wood, ასევე მუშაობდა ინტერიერის დიზაინზე, გამოფენებსა და მუზეუმებისთვის. 2007 წლიდან ის უძღვებოდა რამდენიმე კურსს ოფენბახის დიზაინის მთავარ სკოლაში. მისმა დიზაინებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, როგორიც არის: 2011 წლის გერმანული დიზაინის ჯილდო, ახალი წინადადებების კატეგორიაში; EDIDA 2015 - ჯილდო საუკეთესო ახალი საერთაშორისო წინადადებისთვის და საპატიო სტუმრის წოდება - IMM კიოლნში 2016.


ალდო ჩიაბატი

In 1956 he graduated from the Margaritone Institute of Arezzo. Since 1964 he studies Marketing, designs armchairs, sofas, chairs and tables. He is a visionary, believes in the company, is confident that challenging goals that go beyond profit can be achieved. Its products are born from research combined with brilliant intuitions. Simplicity and diversity become a concept because they are applied to normality. The study and creativity process brings out the strong personality that makes its products recognizable. A product must solve real needs, excite and not necessarily follow trends. Ciabatti searches for essence, form and harmony. Eliminate the tinsel and everything that does not add value to the object. These particularities determine the recognizability and visibility of his creations. Its best qualities are identified in intuition, simplicity, generosity, modesty and humility. Its products are simple, essential and long-lasting. Ikea has been selling them since 1977, Bonaldo has been producing them since the 1980s, Emu since 1994.

პატრისია ურქუილა

პატრისია ურქუილა 1961 წელს დაიბადა ოვიედოში, ესპანეთში. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს მილანში. დასრულებული აქვს არქიტექტურის ფაკულტეტები, ჯერ მადრიდის, შემდგომ კი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებში. ამ უკანასკნელში მისი ხელმძღვანელი იყო აკილე კასტილიონი, 1989 წელს. 2001 წელს კი მან დაარსა საკუთარი დიზაინერული სტუდია, სადაც მუშაობს დიზაინის, ინსტალაციებისა და არქიტექტურის მიმართულებით.

მისი არქიტექტურული პროექტები მოიცავს ორ ლაქშერი ტიპის სასტუმროს - Mandarin Oriental Hotel-ს ბარსელონაში და W Retreat & Spa-ს ვიეკესში (პუერტო რიკო); ვილას უდინში; სცენოგრაფიას მონტევერდის ოპერაში - „პოპეას კორონაცია“; ჰერმესის, ჯანვიტო როსის, ვალენტინოს, მაქს მარას, ეიჩენდემის შოურუმებსა და ინსტალაციებს და Pitti Immagine Firenze-ს საერთო კონცეპტს. მან წარმოადგინა მარმარილოს ნამუშევარი Art 41 Basel-ზე. რაც შეეხება დიზაინს, ის მუშაობს ისეთი ბრენდებისთვის, როგორიც არის Agape, Alessi, Andreu World, Artelano, Axor, B&B Italia, Bart Design, Bisazza, BMW, Bosa, Chevalier Edition, Il Coccio, De Padova, De Vecchi, Driade, Emu, Fasem, Salvatore Ferragamo, Flos, Foscarini, Gallotti & Radice, Gandia Blasco, Glass Italia, Kartell, Kettal, Kvadrat, Mixing Media, Maurice Lacroix, Liv'it, Peter Mabeo, MDF Italia , Molteni, Moroso, Mutina, Olivari, Panasonic, Paola Lenti, Rosenthal, Champagne Ruinart, San Lorenzo, Tronconi, Viccarbe. ასევე, კონსულტაციას უწევს ჰონდას და ელჯის. მან მოიგო არაერთი საერთაშორისო ჯილდო. მისი არაერთი პროდუქტი გამოფენილია მუდმივი კოლექციის სახით MoMA-ში - ნიუ იორკში და სხვა მუზეუმებში. სოლო გამოფენა ჰქონდა Feria Hábitat Valencia-ში, 2010 წელს.

პაოლა ნავონე
პაოლა ნავონე დაიბადა და გაიზარდა იტალიის ქალაქ ტურინში, სადაც სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. სწავლის შემდგომ პაოლამ თავისი დიზაინერული კარიერა განაგრძო ქალაქ მილანში.

პაოლა ნავონე მუშაობდა მრავალ კრეატიულ ინდუსტრიაში, როგორც არქიტექტორი, პროდუქტის დიზაინერი, ინტერიერის დიზაინერი, გამოფენისა და ღონისძიებების ორგანიზატორი, ლექტორი და მასწავლებელი. მისი კლიენტები იყვნენ Driade, Swarovski, Abet Laminati, Casamilano, Alessi, Knoll International, Cappellini, Roche Bobois, Armani Casa და Habitat. 1970-1980 წლებში ის უერთდება ალესანდრო მენდინის, ეტორე სოტსას უმცროსის და ენდრიუ ბრანცის  დიზაინერულ ჯგუფს სახელად Alchimia.

ნავონეს უამრავ ჯილდოებს შორის გამორჩეულია 1983 წელს მიღებული პრესტიჟული ნომინაცია Osaka International Design Award მისი საკულტო ნამუშევრისათვის Abet Laminati.
ჟან მარი მასო

ჟან-მარი მასო - ფრანგი არქიტექტორი, გამომგონებელი და დიზაინერი. დაიბადა საფრანგეთში ტულუზაში,  1966 წელს. 1990 წელს, ENSCI-ს დამთავრების შემდგომ მან მუშაობა დაიწყო მარკ ბერტიერთან. 2000 წელს მან დანიელ პუზეტთან ერთად დააარსა Studio Massaud და გააფართოვა თავისი ინტერესები არქიტექტურის სფეროში.

მისი ნამუშევარი მოიცავს დიზაინის გამოყენების ყველა შესაძლო სფეროს, ავეჯიდან დაწყებული წარმოებისა და სამრეწველო აღჭურვილობით. ის თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ ბრენდთან, მათ შორის Emu, B&B Italia, Axor Hansgrohe, Dior, Poltrona Frau, Lancôme ან Renault. 

ჟან-მარი არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელია: ADI Compasso d'Oro 2011 საუკეთესო პროდუქტი Yale დივანი MDF Italia-სათვის; 2012 Wallpaper Design Award დასაკეცი სკამი Seax Dedon-სათვის; 2014 Wallpaper Design Awards - Poltrona Frau's-თვის შექმნილი მოდულარუ დივანი GranTorino და სხვ.

კიარამონტე • მარინ

It is the passion for objects intended in their sense of industrial product, the glue of the professional partnership between Alfredo Chiaramonte and Marco Marin, founding partners in 1989 of the homonymous Designstudio. The professional interest ranges in numerous sectors (interior, graphic, industrial, lighting) and makes it possible to permeate experiences and knowledge accumulated over the years, creating a contamination between different fields, a fundamental humus to make the soil of ideas fertile.

They collaborated with well-known companies in the furniture and publishing sector including Miniforms, Emu Group, Bonaldo, Vistosi, Nason Moretti, Andromeda International, Hoffman Italia, Renault Italia, Moulinex, Artificia, Gemina publishing group.

In recent years they have received several awards and some of their works have been exhibited in permanent collections and in international museums including the Correr museum in Venice, the Beauburg in Paris, the MOMA in S. Francisco, the Venice Biennale collaborating on a project by Yoko Ono.

კრისტიან ვისენტინი

კრისტიან ვისენტინი - დაიბადა 1972 წელს ვარეზეში. დაამთავრა მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტი და იმავე დისციპლინაში დაიცვა ხარისხი მილანის დიზაინის პოლიტექნიკურ სკოლაში (SPD). პროფესიონალურ სარბიელზე მან მიიღო ფართო გამოცდილება ისეთ დიზაინერულ სტუდიებში, როგორიცაა: Atelier Bellini, Studio Arch. Marco Zanuso jr და Baleri Italia-ს კვლევისა და განვითარების ცენტრში. რამდენიმე წელიწადში მან დააფუძნა საკუთარი სტუდია Pavia-ში, ქალაქში რომელშიც თვითონ ცხოვრობს და შემოქმედებითი კუთხით დაკავებულია ინდუსტრიული დიზაინით, გრაფიკით, ინტერიერის დიზაინითა და არქიტექტურით.