Infinito by Poltrona Frau - უნიკალური მონოლითური მარმარილოს მაგიდა ორმაგი ოვალის მქონე ზედაპირით

Infinito by Poltrona Frau - უნიკალური და ერთადერთი მსოფლიოში - მონოლითური მარმარილოს ბლოკი. ბუნების ერთგვარი შედევრი, რომელიც აღმოაჩინა კომპანიამ და დაავალა რობერტო ლაცერონის შეექმნა მისგან მკვეთრი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით გამორჩეული არტ-ობიექტი, რათა უფრო მეტად გაესვა ხაზი მისი ღირებულებისთვის. მასალის საოცარი სილამაზითა და უნიკალური ხასიათით შთაგონებულმა დიზაინერმა შექმნა "Infinito" - მაგიდა-ქანდაკება, რომელიც დანახვისთანავე ახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას ადამიანზე და გამოირჩევა ძლიერი ვიზუალური ეფექტით.
ამ ხელოვნების ნიმუშის მეშვეობით, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი საკუთარ წარმოებაშიც კი Poltrona Frau ცდილობს თანამედროვე ფუფუნების მნიშვნელობის ნამდვილი ღირებულების ხაზგასმას. ღირებულების, რომელიც მომდინარეობს მხოლოდ მასალის აბსოლუტური ხარისხიდან, სიღრმისეული დიზაინიდან, განუმეორებელი კრაფტის ტრადიციებიდან და საუკონოვანი არტიზანული ხელობიდან. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ნამდვილად ექსკლუზიური პროდუქტის შექმნა. ხელოვნების ნიმუში, რომელთან ერთადაც შესაძლებელია ცხოვრება, ტკბობა და სიამოვნების მიღება ყოველდღე უსასრულოდ - "Infinito".
ყველაფერი დაიწყო თურქეთის ერთ-ერთ კარიერში , სადაც მოიპოვებოდა ძვირფასი კატეგორიის მარმარილო "Rosso Lepanto", გამორჩეული მოწითალო-იისფერი ელფერით და არტერიების თეთრი განშტოებით. ბუნების აუხსნელი გაურკვეველი მოვლენის დამსახურებით მთის განსაზღვრულმა მონაკვეთმა მიიღო მუქი ფერის ბალახის ფერი მომწვანო ანარეკლით, რომელშიც დომინირებდა ტიპიური ღია არტერიები და მცირე ზომის მოწითალო ფერის წინწკლები. რობერტო ლაცერონიმ ამ მასალისგან შეიმუშავა მომრგვალებული ფორმის დიდი ზედაპირი, რომელიც ხაზს უსვამდა მწვანე მარმარილოს ორიგინალურ სილამაზეს ღია დელიკატური ელემენტებით. ბუნებრივი და განუმეორებელი ტექსტურა, უნიკალური ყოველი ცალკეული მაგიდის დამზადებისას ამ კოლექციაში.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Poltrona Frau

დიზაინერები: რობერტო ლაზერონი

კოლექცია: Infinito

სტილი: ტრენდული,

კატეგორია: მაგიდა,

ზომები: 120*340*74H სმ.

ზომები: 120*220*74H სმ.