Infinitamente by Poltrona Frau - წარმოდგენილი მაგიდა განეკუთვნება უფრო ხელოვნების ნიმუშის კატეგორიას, ვიდრე უბრალოდ დიზაინერულ ნაკეთობას. ის წარმოადგენს რობერტო ლაცერონის მიერ შექმნილი პოპულარული მაგიდის Infinito-ს ერთგვარ ახალ ვერსიას.
საფეხურიანი ორმაგი-ოვალის კონტურის მქონე ზედაპირი, ინისა და იანის ურთიერთშემავსებელი ფორმები, ასევე მარადიული კმაყოფილებისა და განვითარების სიმბოლოს - ამობრუნებული რვიანის ვიზუალი. აქედან მისი სახელწოდებაც. უნიკალური მარმარილოს ტექსტურით ინსპირირებული ეს ქანდაკებისებრი მაგიდა წარმოადგენს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს, რომელიც ახდენს აბსოლუტურ სცენიურ შთაბეჭდილებას მნახველზე. თითონ მასალა უზრუნველყოფს ყოველი ცალკეული დეტალისა და ელემენტის განუმეორებელ ხასიათს, თითქოს მრავალსაუკუნოვანი გეოლოგიური სტრატიფიკაციის ამსახველი სურათი, რომელიც იშლება ტექსტურების, არტერიების განშტოებისა და ფერადი ნიუანსების ბუნებრივ ლანდშაფტში. სიღრმისეული დიზაინერული მიდგომისა და ამ მაგიდის დამზადებისას გამოყენებული განუმეორებელი ოსტატობის დამსახურებით, შესაძლებელი გახდა დიზაინის ისეთი შედევრის შექმნა, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით განასახიერებს თანამედროვე ფუფუნების კონცეფციას.
Magda Couture by Cattelan Italia - ელეგანტური სკამების კოლექციაში შემავალი ბარის სკამი, რომლის დიზაინის საფუძველშიც დევს კომფორტი და დახვეწილი ესთეტიკა. უმაღლესი ხარისხის მასიური ხის კორპუსი, მიმზიდველი კონტურის ზურგი და გადასაკრავი ტყავისა თუ ქსოვილების ფართო ასორტიმენტი კი გვაძლევს უამრავი სტილისტური კომბინაციის შექმნის შესაძლებლობას.
Magda-ს იმპრესიული კოლექციის ხაზი მოიცავს როგორც სამზარეულო გარნიტურისთვის განკუთვნილ თანამედროვე სტილის ბარის სკამებს, ისე ელეგანტურ ტყავის სავარძლებსა და სასადილო სკამებს, მ.შ. განსხვავებული კონფიგურაციის მქონე Magda Ml-ს ბრაშირებული მეტალის ბაზაზე და ე.წ. Magda Couture-ს, გლამურული რომბისებრი ტყავის ინკუსტრაციებით ზურგზე, იდეალურად თავსებადს როგორც თანამედროვე მისაღებ ზონასთან, ისე კომერციული ინტერიერისთვის.
Arcadia Couture by Cattelan Italia - თანამედროვე სტილის ტყავის სკამი ძვირფასი კატეგორიის მასიური ხის კორპუსით, რომლის კომფორტიც საოცრად კონტრასტირებს მარადიული დიზაინის შარმთან. Arcadia როგორც მოდელი გამოირჩევა თავისი დახვეწილი სტრუქტურით, მისი ელეგანტური სიმარტივე ხის დამუშავების სარტორიულ ხარისხთან კომბინაციაში აქცევს მას როგორც საცხოვრებელი სივრცის, ისე დიზაინერული ინტერიერის შეუცვლელ ელემენტად. უმაღლესი კატეგორიის ხის სტრუქტურა და ხელმისაწვდომი ფინიშინგების შთამბეჭდავი არჩევანი კი გვაძლევს უამრავი სტილისტური კომბინაციების შექმნის შესაძლებლობას, ყველა შესაძლო ვერსიაში, მათ შორის მაღალი ზურგით.
ელეგანტური კოლექცია მოიცავს როგორც თანამედროვე სტილის სამზარეულო გარნიტურისთვის განკუთვნილ ბარის სკამებს, ისე დახვეწილ Arcadia Couture-ის მოდელს, რომელიც გამოირჩევა თავისი რბილი ტყავისგან დამზადებული გლამურული ალმასისებრი ტექსტურის მქონე გოფრირებით ზურგზე.
Boutique Alta by Cattelan Italia - სკულპტურული აგებულების და თანამედროვე სტილის ვიტრინა შავი რელიეფური მეტალის კარკასით, ელეგანტურად გოფრირებული ტყავის ან სინთეტიური შემცვლელის მოცულობითი სექციით, ტონირებული შუშის 2 ფასადური კარით და გვერდითა პანელებით, ტრანსპარენტული შუშის თაროებით, პრიალა შავი მეტალის დეტალებით და შიდა LED განათებით, ბრაშირებული მეტალის ფეხზე, რომელიც ამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს მოდერნისტული დეკორით.
საკულტო კოლექცია მოიცავს ასევე კომპაქტური ზომის მაღალ ვიტრინას და ასევე ტრანსპარენტული ფასადის მქონე კონსოლს.
Egle Bar Stool High by Galimberti Nino- მილანური ნეოკლასიკის საუკეთესო მაგალითი. ბარის სკამი მაღალი საზურგით რომლის იდეალური პროპორიებიც გამოკვეთილია საზურგე ნაწილის, დელიკატური სინოიდური მოყვანილობის კონტურისა და წარმატებული დიზაინის კომბინაციაში. ძვირფასი მასიური ხის ბაზა მშვენივრად კონტრასტირებს დახვეწილ ფინიშინგთან და ლაქშერი ტიპის მეტალის დეტალებთან. ბარის სკამი, რომელსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული ხასიათი ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის უხდება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სივრეებს.
Nuovo Classico Milanese Collection
Coco De Mer by Reflex - ტექნოლოგიური თვალსაზრისით დახვეწილი, ტალღისებრად მომრგვალებული კონტურის და მატისებრი ტიტანიუმის ფინიშინგის მქონე ხის კოქტეილ-ბარი მოცულობითი შიდა მოდულის ასაწევრი მექანიზმით და მარმარილო შუშის (MarmoReflex) ტოპით. ბარის განყოფილება გაწყობილია შუშის თაროებით და ბოთლების კომპარტამენტით.