Infinitamente by Poltrona Frau - უნიკალური მონოლითური მარმარილოს მაგიდა ორმაგი ოვალის მქონე ზედაპირით

Infinitamente by Poltrona Frau - წარმოდგენილი მაგიდა განეკუთვნება უფრო ხელოვნების ნიმუშის კატეგორიას, ვიდრე უბრალოდ დიზაინერულ ნაკეთობას. ის წარმოადგენს რობერტო ლაცერონის მიერ შექმნილი პოპულარული მაგიდის Infinito-ს ერთგვარ ახალ ვერსიას. 

საფეხურიანი ორმაგი-ოვალის კონტურის მქონე ზედაპირი, ინისა და იანის ურთიერთშემავსებელი ფორმები, ასევე მარადიული კმაყოფილებისა და განვითარების სიმბოლოს - ამობრუნებული რვიანის ვიზუალი. აქედან მისი სახელწოდებაც. უნიკალური მარმარილოს ტექსტურით ინსპირირებული ეს ქანდაკებისებრი მაგიდა წარმოადგენს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს, რომელიც ახდენს აბსოლუტურ სცენიურ შთაბეჭდილებას მნახველზე.  თითონ მასალა უზრუნველყოფს ყოველი ცალკეული დეტალისა და ელემენტის განუმეორებელ ხასიათს, თითქოს მრავალსაუკუნოვანი გეოლოგიური სტრატიფიკაციის ამსახველი სურათი, რომელიც იშლება ტექსტურების, არტერიების განშტოებისა და ფერადი ნიუანსების ბუნებრივ ლანდშაფტში. სიღრმისეული დიზაინერული მიდგომისა და ამ მაგიდის დამზადებისას გამოყენებული განუმეორებელი ოსტატობის დამსახურებით, შესაძლებელი გახდა დიზაინის ისეთი შედევრის შექმნა, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით განასახიერებს თანამედროვე ფუფუნების კონცეფციას.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Poltrona Frau

დიზაინერები: რობერტო ლაზერონი

კოლექცია: Infinitamente

სტილი: ტრენდული,

კატეგორია: მაგიდა,

ზომები: 120*340*74H სმ.

ზომები: 120*220*74H სმ.