Infinitamente 2.0 Dining Table by Poltrona Frau - ლიმიტირებული სერიის სასადილო მაგიდა მარმარილოს ორმაგი-ოვალური ტოპით
Infinitamente 2.0 Dining Table by Poltrona Frau - ლიმიტირებული სერიის განიერი სასადილო მაგიდა, ძვირფასი კატეგორიის მარმარილოს ორმაგი-ოვალური ზედაპირით, უნიკალური დიზაინით და ტყავის ელემენტებით, განკუთვნილი 10-12 პერსონისთვის, რომელიც წარმოადგენს Poltrona Frau-ს მიერ 2021 წელს გამოშვებული წარმატებული მაგიდის Infinito-ს ახლებურ ინტერპრეტაციას. წარმოდგენილი მაგიდა განეკუთვნება უფრო ხელოვნების ნიმუშის კატეგორიას, ვიდრე უბრალოდ დიზაინერულ ნაკეთობას.
საფეხურიანი ორმაგი-ოვალის კონტურის მქონე ზედაპირი, ინისა და იანის ურთიერთშემავსებელი ფორმები, ასევე მარადიული კმაყოფილებისა და განვითარების სიმბოლოს - ამობრუნებული რვიანის ვიზუალი. აქედან მისი სახელწოდებაც. უნიკალური მარმარილოს ტექსტურით ინსპირირებული ეს ქანდაკებისებრი მაგიდა წარმოადგენს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს, რომელიც ახდენს აბსოლუტურ სცენიურ შთაბეჭდილებას მნახველზე. თითონ მასალა უზრუნველყოფს ყოველი ცალკეული დეტალისა და ელემენტის განუმეორებელ ხასიათს, თითქოს მრავალსაუკუნოვანი გეოლოგიური სტრატიფიკაციის ამსახველი სურათი, რომელიც იშლება ტექსტურების, არტერიების განშტოებისა და ფერადი ნიუანსების ბუნებრივ ლანდშაფტში. სიღრმისეული დიზაინერული მიდგომისა და ამ მაგიდის დამზადებისას გამოყენებული განუმეორებელი ოსტატობის დამსახურებით, შესაძლებელი გახდა დიზაინის ისეთი შედევრის შექმნა, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით განასახიერებს თანამედროვე ფუფუნების კონცეფციას.
ბრენდი: Poltrona Frau
დიზაინერები: რობერტო ლაზერონი
კოლექცია: Infinitamente
სტილი: თანამედროვე,
კატეგორია: მაგიდა,
ზომები: 340*120*74H სმ.