Sweet Brothers Metallic Finish by Qeeboo - Fiat-თან კოლაბორაციით შექმნილი საიუბილეო მაგიდის სანათი

Sweet Brothers by Qeeboo in collaboration with Fiat - საკულტო Fiat 500-ის მოდელის გამოშვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით Qeeboo-მ ლიცენზირებული კოლაბორაციით გამოუშვა ყველასთვის საყვარელი მაგიდის სანათების ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც წარმოადგენს "Made in Italy"-ის პოსტულატის ახლებურ ინტერპრეტაციას. Fiat 500 თანამედროვე იტალიის ისტორიაში არ გახლავთ უბრალოდ ავტომობილი: ის უკანასკნელი წლების მანძილზე განასახიერებს სიმარტივის, თავისუფლებისა და მიზიდულობის სულისკვეთებას, რითაც იქცევა ე.წ. "La Dolce Vita"-ს ან "ტკბილი ცხოვრების" სიმბოლოდ, რაც სიღრმისეულად ეკვეთება ექსტრაორდინალური Qeeboo-ს ემოციური დიზაინის ენას. ეს კაფსულური ტიპის კოლექცია წარმოადგენს იმ დიდი მემკვიდრეობის თამამ თანამედროვე ხედვას, რომელიც გამოიჩევა Fiat 500-ის ორგინალი მოდელით ინსპირირებული ბრწყინვალე მეტალიკის ფინიშინგითა და დახვეწილი ფერთა პალიტრით. ხოლო, მისი დიზაინის არსში დევს სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი იკონური მაგიდის სანათების კოლექცია "Sweet Brothers" შესრულებული კომპანიის საფირმო ფერებში. 

იკონურ კოლექციას ასრულებს საგორავებელი "ბაჭია" პუფისა და ბალიშების ვინტაჟური სტილის სერია შესრულებული მკვეთრი გრაფიკული აქცენტებით, რომლებიც ამდიდრებენ მონათხრობს დინამიური დიალოგით წარსულსა და აწმყოს შორის. შედეგად ვიღებთ იტალიური შემოქმედების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კოლექციას ტრენდულად გადახალისებულს Qeeboo-სთვის ჩვეული ექსტრაორდინალური და მკვეთრი სტილით.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: QEEBOO

დიზაინერები: სტეფანო ჯოვანიონი

კოლექცია: Sweet Brothers

სტილი: რეტრო,

კატეგორია: მაგიდის სანათი,

Dimensions (L - W - H): 21.50 x 15.00 x 24.50 cm
Net weight: 0.55 Kg
Certifications: CE Mark
IP Rating: IP20
Light: 1 x 2W Integrated LED
Materials: Painted ABS
Made in: Italy