Foliage by Poltrona Frau - ძლიერი სკულპტურული ეფექტის მქონე ტორშერი მეტალის კორპუსით და ტყავის დეტალებით

Foliage by Poltrona Frau - Foliage გახლავთ დიზაინერული ტორშერი გამოკვეთილი სკულპტურული კონტურით. მისი უნიკალური ხის ფორმა საფუძველს უყრის ფიზიკურ კავშირს შუქთან: განათებულ მდგომარეობაში სილუეტი თითქოს ქრება და წარმოშობს ჩრდილს, რომელიც თავის მხრივ ტრანსფორმირდება უნიკალურ ურთიერთქმედებაში ტორშერთან. აღნიშნული პროცესი კი წარმოშობს ნათების საოცარ ეფექტს და ავსებს სივრცეს თბილი, მყუდრო და პოეტური ატმოსფერით.

Six N. Five - გახლავთ არგენტინელი ციფრული ხელოვანისა და დიზაინერის ეზეკილ პინის სტუდიის აბრევიატურა, რომელიც არის პიონერი 3D ტექნოლოგიის მხატვრული გამოყენების დარგში. მისი ნამუშევრები მჭიდრო კავშირშია ზოგადად ბუნებისა და შუქის გამოყენებასთან. ხოლო ანიმაცია და გამორჩეული პროექტები ექსპონირდება მსოფლიოს ისეთ აღიარებულ მუზეუმებში, როგორიცაა: Art Basel, Moco Museum, Fotografisca Stokholm, Museo della Permanente და სხვა. Poltrona Frau-სთან კოლაბორაციამ მისცა საშუალება დიზაინერს პირველად ზიარებოდა ილუმინაციის სამყაროს. 

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Poltrona Frau

კოლექცია: Foliage

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: ტორშერი,

ზომები: 60*23*150H სმ.