Soffi by Poltrona Frau - მინიმალისტური სტილის ჭაღი ვენეციური შუშის, ტყავისა და მეტალის ელემენტებით
Soffi by Poltrona Frau - გამოცდილი ვენეციელი ოსტატების მიერ გაბერილი შუშისა და სინათლის სისუფთავე. GamFratesi-ის მინიმალისტური დიზაინი დელიკატურად ასახავს ზუსტად იმ მომენტს, როდესაც მინის გაბერვის ტექნოლოგია აძლევას მას ფორმას. დახვეწილი მრუდე კონტურის შუშის ბურთები ერთი შეხედვით მოცურავენ მყარი უნაგირი ტყავისგან დამზადებული ქამრებიდან და ლევიტირებენ სივრცეში სიმძიმის ზემოქმედების ქვეშ.
Soffi-ს საკულტო კოლექცია მოიცავს სამი ზომის (პატარა, საშუალო და დიდი) შუშის სფერისებრ ბურთებს, რომელთა კომბინირებაც შესაძლებელია განსხვავებულ კონფიგურაციებში. საკუთრივ სანათი შედგება გაბერილი შუშის ორი ელემენტისგან, რომელთა შორისაც გარეგანი გახლავთ ჰაეროვანი და ძალზედ მსუბუქი, დამზადებული მოთეთრო-რძისებრი ფერის ან ტონირებული-რუხი ფინიშინგის მქონე შუშისგან, ხოლო სანათის შიდა ელემენტი დამზადებული მატისებრად თეთრი გაბერილის მინისგან გამოიყურება უფროი მასიურად. მაგიური და ჰარმონიული ელემენტი, რომელიც იდეალურად ჯდება ნებისმიერ ინტერიერში ხდება გაცილებით იმპრესიული წარმოდგენილი კოლექციის ყოველი ცალკეული სანათის დამსახურებით. Cuoio Saddle Extra-ს კატეგორიიდან დამზადებული მყარი უნაგირის ტყავის ქამარი კი ხელმისაწვდომია ორ ვერსიაში: Camel ან Taupe. კონტრასტული ნაკერებით და დაუმუშავებელი გვერდების მქონე ტონალური სტიჩინგით ზედაპირზე. ქამარზე ამოტვიფრულია Poltrona Frau-ს ლოგოტიპი. დანარჩენი შიდა მეტალის დეტალები დამზადებულია მატისებრად ბრაშირებული სპილენძისგან.
ბრენდი: Pulpo Products
დიზაინერები: გამფრატესი
კოლექცია: Soffi
სტილი: მინიმალისტური,
კატეგორია: ჭაღი,
ზომები: დიამ. 105*სიმაღლე მაქს. 230 სმ.