Segno Libreria by Pininfarina for Reflex - დიზაინერული სტილის მოდულური კედლის პანელი-სტელაჟი, ბრაშირებული მეტალის თაროებით, კაკხლის ან სხვა ხის ფინიშინგით, დიოდური შენათებით და განსხვავებული კონფიგურაციებით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ზომებსა და წყობაში.
Windsor by Arketipo Firenze
Windsor fits in with all kinds of furnishings: perfect in a traditional setting, in a modern setting it stands out like a valuable work of art. Made exclusively by hand with capitonne upholstery, the sofa has a decidedly distinctive feel. It is refined and sophisticated, yet also soft and welcoming, due to the distinctive button buried in the diamond quilting of the padding. Besides, there is a new version in velvet which gives the sofa a silky and sumptuous look.
Moon Invaders by Arketipo Firenze - მოცულობითი ზომის ექსკლუზიური ყავის მაგიდა ძვირფასი მარმარილოს ტოპით, მეტალის რაფინირებული ფეხებით და დაძველებული ტყავის გვერდითა პანელებით, ინსპირირებული ამერიკის 80-იანი წლების იზომეტრული მოძრაობის ხელოვნებით.
Fiocco by Busnelli - ჯანი პარესკის მიერ 1970 წელს შექმნილი რადიკალური დიზაინის საკულტო სავარძლის საიუბილეო გამოშვება, რომლის კორპუსიც დამზადებულია გრეხილი მილისებრი მეტალის ბაზაზე, ელასტიური-წელვადი ქსოვილის (Bi-strech) გამოყენებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად იხსნება სავარძლის კარკასიდან და გვაძლევს მოდელის კონკრეტულ ინტერიერზე განსხვავებულ ფერებში ადაპტირების საშუალებას.
შოურუმში წარმოდგენილია სავარძლის ორი მოდელი წითელ და შავ ფერებში.
DUO Low Tables by Poltrona Frau - ექსკლუზიური დიზაინის რეტრო-სტილის მცირე ოთხკუთხედი, მართკუთხედი და მრგვალი ფორმის კოქტეილის მაგიდების სეტი, მასიური ხის კორპუსით, დაფერილი შუშისა ან მარმარილოს ტოპით, ინსპირირებული იტალიური Dole Vita-ს მარადიული კონცეფციით, რომლის შარმიც ჰარმონიულ დიალოგშია როგორც ჩვენი წარსული მოგონებებთან, ისე თანამედროვე ცხოვრების სტილისა და ტექნოლოგიური პროგრესის დინამიკასთან.
სურვილის შემთხვევაში მოდელის კონფიგურაცია ითვალისწინებს ბოლომდე დამზადებულ მარმარილოს ზედაპირს, რომელიც მთლიანად იდგმება ფეხებზე, რითაც აძლევს ნაკეთობას გაცილებით მდიდრულ და პრემიალურ ვიზუალს.