1919 Armchair by Poltrona Frau - საკულტო სავარძელი "1919" დასახელებული იმ კონკრეტული წლის აღსანიშნავად, რომელშიც იქნა გამოშვებული. სინამდვილეში, იგი დაარქივებულია "128" კოდით. მიჩნეულია რომ ის საგანგებოდ დამზადდა რენცო ფრაუს მიერ პისტოიის ჰერცოგის ფილიბერტო ლუდოვიკო სავოიელისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "1919" ატარებდა სპეც. შეკვეთის ხასიათს იგი იქცა Poltrona Frau-ს ერთერთი ყველაზე დიდი საჯარო წარმატების სიმბოლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ "1919" წარმოადგენს კლასიკური Bergere-ის მოდელის ერთგვარ ინტერპრეტაციას, იგი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება თავის წინამორბედისგან ზურგის კაპიტონეს სახასიათო გადაკვრით. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან დეტალებს შორისაა მცირე ზომის გაგრძელება ფეხის მოსასვენებლად და დამატებითი სამაგრი სახელური კრონშტეინით, ელეგანტური ხის ლარნაკით და სიგარისათვის განკუთვნილი მეტალის საფერფლეთი, ჰერცოგის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ცნობილი იყო ყველასთვის როგორც სიგარების დიდი მოყვარული.
"1919"-ის ყოველ ცალკეულ ეგზემპლარს გააჩნია უნიკალური ნომერი. საყრდენი კონსტრუქცია დამზადებულია მასიური ხისგან, ხოლო საჯდომი და ზურგის სექციების, ასევე სახელურების ზამბარების სტრუქტურა შედგება ხელნაკეთის მეტალის ბიკონიკური რგოლებისგან, რომლებიც მიმაგრებულია კორპუსზე ჯუთის ქამრებით. კორპუსში გამოყენებულია განსხვავებული სიმკვრივის მასალა, საჯდომ სექციაში ბატის ბუმბულით, ხოლო ზურგისა და სახელურების დასარბილებლად ცხენის თმა. საზურგე სექციის დიზაინი მოიაზრებს ხელნაკეთი კაპიტონეს სისტემას, ხოლო გორგოლაჭები და სხვა მეტალის დეტალები (გამოყენებული ხის ლარნაკის საჭერად, საფერფლე და სანომრე ნიშანი) ხელმისაწვდომია ოქროსფერი ან რუხი ფერის ბრაშირებით. საკუთრივ სავარძლის მოდელი ითვალისწინებს ორ განსხვავებულ კონფიგურაციას - ლარნაკით და საფერფლით ან მის გარეშე (ლარნაკის მონტაჟი შესაძლებელია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან).
Juju Rendez-Vous by Moroso - კოლექცია, რომელიც მკაცრი იდენტურობით ხასიათდება. ეზიარეთ Juju-ს მაგიური ორნამენტების სამყაროს, რომელშიც ჰარმონიულად ერთიანდება ტრადიციების, ფუტურიზმისა და ციფრული რაციონალიზმის ელემენტები. დეტალების მიმართ გამოჩენილი ზედმიწევნითი ყურადღებით დამზადებული ეს მოდელი თავისი დიზაინის არსში განასახიერებს მრავალფეროვანი გავლენების ჰარმონიული შერწყმის მაგალითს, ერთგვარ ვიზუალურ გობელენს, რომელიც თანაბარპროპორციულად მაინტრიგებელი და მიმზიდველია.
მისი დიზაინი ინსპირირებულია ეკლეკტიკური წყაროების მრავალფეროვნებით, რომელიც მოიცავს როგორც დამასკური ქარგვის ელემენტებს, ისე აღმოსავლურ სიმბოლიკას, ფლორისტულ დეკორსა და ციფრულ პატერნებს. აღნიშნულ კოლექციაში ცენტრალური ადგილი უკავია მრავალშრიანობას, რომელიც ქმნის ვიზუალურ კალეიდოსკოპს გარდამავალს არქიტექტურულ ფორმებსა და ფოლკლორულ მოტივებში. შედეგად ვიღებთ ქსოვილების, თამამი დიზაინის, დახვეწილი ესთეტიკისა და გეომეტრიული სიმკაცრის ჰარმონიულ კომბინაციას, რომელიც იწვევს მომხმარებლებს რბილ ჰიპნოტურ რელაქსაციაში.
ეს თვითმყოფადი დივანი წარმოადგენს არამხოლოდ დასვენებისთვის განკუთვნილი ავეჯის არტიკულს, არამედ მკვეთრად გამოკვეთილ აქცენტს, რომელიც ანიჭებს ნებისმიერ ინტერიერსა თუ მისაღებ სივრცეს ხასიათს. Blue Edition გახლავთ Sushi-ის ორიგინალური კოლექციის დახვეწილი დანამატი, გამორჩეული დიდებული ვიზუალითა და თხელი გეომეტრიული დეკორით.
კოლექცია მოიცავს ქსოვილთა და ფერთა 4 ნაკრებს: წითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი.