Carter by Arketipo Firenze - სტელაჟი ევკალიფტის ხის თაროებით და რუხი-ვერცხლისფერი მეტალის სტრუქტურით
₾ 1
Carter by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის მოცულობითი სტელაჟი ეგზოტიკური ევკალიფტის ხის თაროებით და რუხი-ვერცხლისფერი მეგნეზიუმის მეტალის სტრუქტურით, კინეტიკური ფორმის ჰორიზონტალურად განლაგებული ზედაპირებით და ტექსტურირებული მეტალის ვერტიკალური გვერდითა პანელებით.
₾ 1
Blackjoy by Arketipo Firenze - ელეგანტური მოყვანილობის, შავი ნაწრთობი შუშის კოქტეილის მაგიდების სეტი გრავირებული სტრუქტურით. ურთიერთქმედება, რაფინირებული კონტური, დარბილებული გვერდები და მოწოდების სიმაღლეზე მოდერნიზმი. ჩვენ ვცადეთ აგვეხსნა, თუ რას ფიქრობდა დიზაინერი Lorenzo Remedi, როდესაც ქმნიდა Blackjoy-ის უნიკალურ კორპუსს, თუმცა ხანდახან ხელოვნება არ საჭიროებს ახსნას, იგი უბრალოდ მოდის გამოცდილებით.
დამზადებული, მუქი ფერის შუშაში, დაზოლილი ზედაპირით და დიდი ყურადღებით დეტალებისადმი. ელეგანტური და მარადიული, რომელიც არასდროს ქრება და საუბრობს დიზაინის აბსოლუტურად განსხვავებულ დონეზე.
₾ 1
Bohemian by Moroso - პატრიცია ურქეოლას დიზაინით შესრულებული სავარძელი Bohemian, განსაკუთრებული საზურგეთი, რომელიც თავისი ფორმითა და სტილით აბსოლუტურად განსხვავებულ მოროსეულ არასტანდარტულ სტილს გვთავაზობს და რაც მთავარია თავის ფუნქციურ დანიშნულებას კიდევ უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.
₾ 1
Zabriskie by Poltrona Frau - რობერტო ლაზერონის მიერ მულტიმედიური და სათავსოდ გამოყენების დანიშნულებით შექმნილი ავეჯის კოლექცია "Zabriskie", ინსპირირებული გენიალური მიქელანჯელო ანტონიონის საკულტო ფილმით, რომელიც გამოირჩევა მკვეთრი არქიტექტურული დიზაინითა და სუფთა გეომეტრიული ხაზებით. მისი ჰორიზონტალური სტრუქტურა წააგავს თანამედროვე ინტერპრეტაციით შესრულებულ 1970-იანი წლების კონსოლებისთვის დამახასიათებელ მოტივებს, ხოლო უმაღლესი კატეგორიის Pelle Frau-ს ტყავის ექსტერიერი, ბრაშირებული მეტალის დეტალები და გამოზნექილი მარმარილოს ზედაპირი ქმნიან დახვეწილი და თვითმყოფადი ინტერიერის ნივთის ეფექტს, რომელიც აღგვიძრავს წარსულის ნოსტალგიურ მოგონებებს, სადაც ყველას შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი.
მოდელი ხელმისაწვდომია განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
Grantorino by Poltrona Frau - იდეალური გეომეტრიის მოდულური დივანი მყარი ტყავის ფუნქციური ელემენტებით
₾ 1
Grantorino Sofa by Poltrona Frau - მყარი ტყავის მდიდარი სამყაროს და უმაღლესი კლასის სარტორიული დამუშავების კულტურით ინსპირირებული დივანი Grantorino, რბილი ავეჯის მოდულური სისტემა, რომელიც თავის ძვირფას ორიგინალურ ვერსიაში მოიაზრებს მყარი (უნაგირის) ტყავის, უმაღლესი კატეგორიის Pelle Frau-ს ტყავისა და ქსოვილის უნიკალურ კომბინაციას. ტყავი, რომელიც ამოჭრილი და ფორმირებულია ხელით ზუსტად იმეორებს საჯდომი ბალიშების ხაზებსა და გეომეტრიას. სიზუსტე, არტიზანული ხელობა და უმაღლესი კლასის კრაფტი ახასიათებს არამხოლოდ ზოგად კონსტრუქციას, არამედ თხელი ფორმის მაღალ და დაბალ სახელურებს, რომელთაგანაც ერთი ხელმისაწვდომია ბუნებრივი მუხის ხისგან დამზადებული ფუნქციური სათავსო განყოფილებით და ელეგანტური ლარნაკით.
₾ 1
Overlap Side Table by HESSENTIA Cornelio Cappellini - სკულპტურული აღნაგობის მისადგამი იშვიათი ხელნაკეთი მარმარილოს კოპრუსით და ბრაშირებული მეტალის დეტალებით, რომელიც საგანგებოდ დამზადებულ იქნა იმისთვის რომ გარკვეული სიმსუბუქე და ჰაეროვნება მიეცა ისეთი მძიმე მასალისთვის, როგორიცაა მარმარილო. ხოლო ბრაშირებული მეტალის დეტალები, რომლებიც გარს ეკვრის მაგიდის თხელ ფეხებს ანიჭებს მას კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას.
₾ 1
Rubik modular sofas with a square structure supported by a metal base are characterized by lightness and elegance. The decorative details of these modular sofas are the horizontal and vertical stitchings realized with “cordonetto” embroidery applied all over the structure. The refined look of Rubik sofa makes it suitable for matching with all coffee tables of a living area. The modular sofa Rubik can be composed by a wide range of modules that are combined together to create different sofa shapes and each element can be used as single item. Rubik sofas can be upholstered with leather or fabric.
₾ 1
Morgan by HESSENTIA Cornelio Cappellini - თანამედროვე სტილის ტვ სადგამი ძვირფასი მარმარილოს ტოპით და სამ განზომილებიანი ვერტიკალური დეკორატიული ფორმის ტყავის ფასადით, რომელზეც გამოყენებულია ე.წ. "პლისეს" ეფექტი, რომელსაც ასევე გამოარჩევს ვერტიკალურად განლაგებული ცილინდრისებრის სახელური ცენტრალურ ნაწილში მოცულობითი სათავსო განყოფილების გამოსახსნელად, მაშინ როდესაც გვერდითა უჯრები იხსნება მიჭერის სისტემით. მოდელი ხელმისაწვდომია განსხვავებულ ფერებში, ზომებსა და ტყავის კონფიგურაციებში.
₾ 1
Venezia Up by Rosini - დიზაინერული სტილის გასაშლელი დივანი მეტალის ფეხსა და კარკასზე, 14 სმ.-იანი ანტისტატიკური მატრასით, მოსახსნელი შალითით, რომელიც მოიცავს გასაშლელი და სტანდარტული დივნის ყველა სრულფასოვან ფუნქციას, მრავალი საინტერესო და ექსკლუზიური აქსესუარით, რომლებიც მნიშვნელოვნად ამდიდრებენ მის ფუნქციონალს. მინიმალისტური და დახვეწილი კონტურების დივანს გააჩნია ბევრი დამატებითი კონფიგურაცია როგორც სახელურების ისე დამატებითი ოფციების სახით.
₾ 1
Uro Buffet Low by Reflex - თანამედროვე სტილის კონსოლი - ტვ სადგამი ხის კარკასით, ბრაშირებული მეტალის ფეხებზე, ინტეგრირებული LED განათებით და ე.წ MarmoReflex-ის ფასადით, ხელმისაწვდომის განსხვავებულ ზომებსა და კონფიგურაციებში.
₾ 1
TAU 40 Steel by REFLEX - დაბალი მისადგამი მაგიდა ცილინდრისებრი მეტალის ფეხებზე, მატისებრი ბრინჯაოს, ტიტანის ან მუქი ფერის ტიტანის ბრაშირებით. 40 მლ.-იანი ხის ზედაპირი მომრგვალებული კუთხეებით ანალოგიური ფინიშინგით რაც ფეხებზეა მარმარილო-შუშის MarmoReflex და/ან პრიალა ლაკირებული შუშის კომბინაციაში.
₾ 1
Tango TV Bookshelf by Reflex - თანამედროვე მოდულარული წიგნების თარო-ბიბლიოთეკა ინტეგრირებული TV მონიტორით და სისტემით. ტელევიზორის პანელი სარკისებრი ეფექტით, მეტალის კარკასით.