Movie Porta TV Special by Reflex - დიზაინერული LED TV (მაქს. 7 სმ.-იანი) კონტეინერი განთავსებული შავი ფერის სერიგრაფიის მქონე ვერცხლისფერ სარკეში, პინინფარინას სპეც მოდულთან Segno Libreria კომბინაციაში, მატისებრი ლაკირების მქონე ხის თაროთი.
Noth by Arketipo Firenze - თანამედროვე სტილის მცირე მაგიდა შექმნილი ნაწილობრივ Sci-Fi, ხოლო ნაწილობრივ თანამედროვე ინჟინერიის ნორმების გამოყენებით, მასიური ხის სტრუქტურის ტრადიციული ფორმატით, რომელიც სინამდვილეში განასახიერებს ემოციებთან და გრძნობებთან თამაშის ვიზუალურ ილუზიას. ზედაპირის ძლიერი, გეომეტრიული ფორმები მაგიდის დიზაინის სიმარტივესთან კომბინაციაში იძლევიან ღია სივრცეების იდეალურად გამოყენების შესაძლებლობას, რომ უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი ცხოვრებისეული სტილის ელემენტები, ისე რომ არ დაზიანდეს დიზაინის ძირითადი არსი, იქნება ის განთავსებული ოთახის ცენტრალურ სივრცეში თუ გარკვეული მისადგამის სახით დივანთან. ფუნქციურად და სტილისტურად იდეალური კომპლიმენტი ინტერიერში.
Kamari by Twils - სკულპტურული ფორმის იმპრესიული დივანი, რომლის ეპიკური დიზაინიც ინსპირირებულ იქნა ანტიკური საბერძნეთის ქ. მიკენების კედლის რელიეფით და შთამბეჭდავი არქიტექტურით. იტალიური კრაფტის შედევრი, რომელშიც თანამედროვე ესთეტიკის ნორმები, ერგონომიკის კანონები და რაციონალიზმი იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს მარადიულ დიალოგში. მრავალი კონფიგურაციის მქონე დივანი, რომლის კარკასიც გამოირჩევა საოცარი სიმყარით და ამავდროულად არ კარგავს ორგანულ ფორმას.
კოლექცია ითვალისწინებს ასევე განსხვავებული ზომისა და კონტურის პუფებს.