Palazzo Ducale by Reflex - წარმომადგენლობითი სტილის ტვ სადგამი ძვირფასი ინკუსტრაციების ელემენტებით ფასადურ მხარეს, ლაკირებული მასიური ხის ან ძვირფასი ებანოზის სტრუქტურით, მარმარილო-შუშის ეხტერიერით და დიოდური შენათებით.
Palazzo Ducale 55 by REFLEX - იმპრესიული ვიზუალის მისადგამი, რომელიც შედგება განსხვავებული კრისტალებისგან, სარკისებრი ეფექტის მქონე პლინტუსზე, ინტეგრირებული Led განათებით. ტოპი 10 მლ.-იან ექსტრა წმინდა შუშაში. ფეხი მდიდრული ინკუსტრაციებით.
Blisscape Sofa by Poltrona Frau - მოდელის სახელწოდება მომდინარეობს ინგლისური "Bliss+Escape" სიტყვებისგან, რაც ითარგმნება როგორც "ნეტარებით აღსავსე დასვენება". იდეალური სახელწოდება ლუდოვიკა და რობერტო პალომბას ინსპირაციით შექმნილი რბილი ავეჯის ამ სისტემისთვის, რომელიც მოიცავს თავის დიზაინში თანამედროვე კომფორტისა და კეთილდღეობის ყველა ელემენტს. დივანი Blisscape და მისი პუფი გამოირჩევა დახვეწილი სკულპტურული აგებულების ტყავის კონსტრუქციით, რომელიც გამოიყენება საყრდენ ფუნდამენტად რბილი და მოცულობითი ბალიშებისთვის, რომლებიც თავის მხრივ ხასიათდება სარტორიული ყურადღებით შესრულებული ექსკლუზიური კატეგორიის ტყავის (Pelle Frau) დამუშავებით და უხილავი მეტალის ფეხის წყალობით ერთი შეხედვით ლევიტირებს სივრცეში რამდენიმე სანტიმეტრზე იატაკიდან.
Blisscape-ის ყოვლისმომცველი კოლექცია ითვალისწინებს მრავალ კონფიგურაციას ნებისმიერი ინტერიერის და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.