Monolite Low Buffet by Reflex - გეომეტრიული ფორმის ტვ სადგამი მარმარილო-შუშის ფასადით, 4 მოცულობითი სათავსო განყოფილებით და ბრაშირებული მეტალის პლინტუსით, ხელმისაწვდომი განსხვავებულ ფერებსა და ფინიშინგებში.
Downtown Lounge Armchair by Poltrona Frau - ელეგანტური და სენსუალური, აეროდინამიური კონტურის რეკლაინერი სავარძელი ოდნავ გადახრილი პოზიციით, კომფორტული თავის ბალიშის მხარდაჭერით, მასიური ხის კარკასით და განსხვავებული ფინიშინგებით, აღჭურვილი ე.წ. Return-ის მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს სავარძლის 360 გრადუსიან ბრუნვას და ავტომატურ დაბრუნებას საწყის პოზიციაში, იდეალურად თავსებადი როგორც რეზიდენციური გამოყენებისთვის ინტერიერში, ისე კაბინეტსა და ოფისის გარემოში.
ხელმისაწვდომია როგორც მასიური ხის, ისე პრიალა ალუმინიუმის ფეხით, ექსკლუზიურ ტყავსა და ქსოვილებში, პუფით ან მის გარეშე.
Studio Nucleo-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერული ნამუშევარი. გეომეტრიული ფორმის სტელაჟი, საკულტო კოლექციიდან Primitive (Primitive as primary geometric figure) ინსპირირებული მარტივი გეომეტრიული ფორმებით-ფიგურებით, სუპრემატიზმის, კონსტრუქტივიზმის, კუბიზმისა და მე-20 საუკუნის აბსტრაქტული ხელოვნების მოძრაობის კონცეფციით, რომელიც იდეალურად წარმოაჩენდა რაციონალიზმის ორმაგ მნიშვნელობას და გეომეტრიულ სპონტანურობას განსხვავებული კუთხით და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა განუსაზღვრელი ოდენობის სკულპტურული კომპოზიციების შექმნა.