Manta by Arketipo Firenze - მოცულობითი ლაუნჯის ტიპის ტყავის სავარძელი ბრინჯაოსებრად ბრაშირებული მეტალის ორგინალურ ბაზაზე, ძლიერი ვიზუალით და ინდივიდუალიზმით. მოდერნის სტილის მოსასვენებელი ჩეიზი, რომელიც მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად იძლევა მრავალ პოზიციაში დაჯდომის ან წამოწოლის შესაძლებლობას.
Talento Shelving System by Laura Meroni - ძლიერი ვიზუალური ეფექტის მქონე მოდერნის სტილის მოდულური წიგნების სტელაჟი, მომრგვალებული მასიური ხის კონსტრუქციით და რაფინირებული დიზაინერული ელემენტებით, გამოსახსნელი კარით და პოლირებული მეტალისგან დამზადებული დიზაინერული სახელურით.
წარმოდგენილი მოდელი ხელმისაწვდომია კოლექციის ასორტიმენტში შემავალი ყველა ხის ჯიშის კონფიგურაციაში, ასევე შეღებილი ან ლაკირებული ხის ვარიანტებში RAL-ის საერთაშორისო პალიტრის ყველა ფერში. კარი კი ინდივიდუალური დამუშავების ვერსიაში.
Talento-ს საკულტო კოლექციის შემადგენლობაში შემავალი ეს ელეგანტური სტელაჟი იმეორებს სავსე და ცარიელი მოცულობების დახვეწილ ბალანსს, გვერდებში მომრგვალებულ კონტურებსა და მახასიათებელ სახელურებს, რითიც ქმნის ახალ სტილისტურ ელემენტს.
Turner by Poltrona Frau - იტალიური დიზაინის ოქროს ეპოქის ერთ-ერთი პიონერისა და თვალსაჩინო წარმომადგენლის, ვირტუოზი არქიტექტორისა და დიზაინერის ჯანფრანკო ფრატინის (1926-2004 წწ.) მიერ შექმნილი მბრუნავი წიგნების კარადა-სტელაჟი Turner, რომლის პრეზენტაციაც პირველად მოხდა 1963 წელს Modello 823-ის სახელწოდებით.
მიუხედავად იმისა, რომ Turner თავდაპირველდ ინსპირირებულ იქნა ცალკე მდგომი კლასიკური ინგლისური სტელაჟების დიზაინით, მას შეუძლია თამამდ იტრაბახოს ულტრა-თანამედროვე ფუნქციებით. სამდონიანი საყრდენი კონსტრუქცია ამაღლებულია ვერტიკალურად როგორც ნაგებობა ან მზიდი კედლების გამაგრებული კორპუსის სართული, რომელიც ასრულებს გარკვეული ლიანდაგის ფუნქციას დამატებითი სართულების ან გამყოფი იარუსების დასამატებლად, რაც სურვილისამებრ იძლევა განსხვავებული სკულპტურული კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობას მყარი და ცარიელი მოცულობების მუდმივად ცვალებად თამაშში. ამ შემთხვევაში Poltrona Frau გვთავაზობს სკურპულოზურად გააზრებული მაალების განახლებულ კონცეფციას საკულტო დიზაინთან კომბინაციაში, რომელიც შესრულებულია ღრმა ფილოლოგიური პატივისცემით.
Albero Bookcase by Poltrona Frau - 1950-იანი წლების ბოლოს ჯანფრანკო ფრატინის მიერ შემუშავებული ცენტრალური წიგნის სტელაჟი "იატაკიდან-ჭერამდე" Albero, რომელიც თავდაპირველად დამზადებულ იქნა ინტერიერში გამოსაყენებლად და არა მასობრივი წარმოებისთვის. მოდელი ფორმალურად ასოცირდება ნეოლიბერალიზმის პერიოდთან, ხოლო დიზაინისა და დანიშნულების თვალისაზრისით - იატაკიდან ჭერამდე წიგნების სტელაჟის სისტემასთან, რომელიც სარგებლობდა პოპულარობით 1950-60-იან წლებში.
კორპუსი დამზადებულია მასიური კაკლის ხისგან, გააჩნია იმპრესიური სკულპტურული ვიზუალი და განკუთვნილია ინტერიერში ცენტრალური ელემენტის სახით გამოსაყენებლად, Poltrona Frau-ს ლოგოტიპის ლაზერული გრავირებით, ანტიკური გამოსახულების მქონე 4 მეტალის სამაგრი დეტალით.