₾ 1
Costes TV Unit by Cattelan Italia - მინიმალისტური ესთეტიკის მქონე ტვ სადგამი, მდიდარი დიზაინერული ელემენტებით, მასიური ხის კორპუსით, ბრაშირებული მეტალის გრაციული ფეხებით და მომრგვალებული გვერდებით, რომლებიც იდეალურად კონტრასტირებს ვერტიკალურად განლაგებულ მეტალის პროფილებთან ფასადში, გამოირჩეული ტონირებული შუშის შიდა თაროებით და შუშის პანელებით. კოლექცია მოიცავს ასევე ანალოგიურ დიზაინში დამზადებულ კონსულს რომელიც უფრო სრულფასოვნად კრავს მისაღები ოთახის კომპოზიციას. მოდელი ხელმისაწვდომია ორ განსხვავებულ ზომაში.
₾ 1
Warmer Lounge Sectional Sofa by Liu Jo Living - ეს გახლავთ ქსოვილში შესრულებული ელემენტების ახალი სისტემა, მეტალის მინიმალისტურ ფეხზე, რომელიც დამზადებულია ნებისმიერი სივრის ტრანსფორმირებისთვის.
₾ 1
Brown Sugar by Arketipo Firenze - გეომეტრიული ფორმის თანამედროვე დივანი თხელი მეტალის ფეხზე, რომელიც გამოირჩევა მკაფიო მარტივი კონტურით, სიმარტივით და შესაძლო კონფიგურაციების დიდი არჩევანით.
Translation re
₾ 1
Wall 12 Wall System by NOVAMOBILI - ახალი ტიპის მრავალფუნქციური კედლის სტელაჟების სისტემა, მოქნილი კონფიგურაციებში, ღია და დახურული სათავსო განყოფილებებით, LED განათების სისტემით. გამოიყენება როგორც მისაღებ, ისე სასადილო, სამზარეულო და საძინებელ ზონებში.
₾ 1
Seneca TV Unit by Cattelan Italia - მინიმალისტური სტილის ტვ სადგამი მასიური ხის ზედაპირით და განიერი სათავსო განყოფილებებით.
₾ 1
Dream Away Sectional Sofa by Liu Jo Living - სტილისტურად დახვეწილი სექციური დივანი, რომელიც ყვება კომფორტის განსხვავებულ ისტორიას, ნეოკლასიკური ტიპის სახელურით, დაბალ ბაზაზე.
₾ 1
Oliver by HESSENTIA Cornelio Cappellini - რეტრო სტილის სავარძელი 50-იანი წლების დიზაინში, ტყავის სამგანზომილებიან კაპიტონეში, ალმასის ფორმის პრიალა მეტალის ფეხზე, რომლებიც ქმნიან სასიამოვნო გეომეტრიულ ეფექტს.
₾ 1
Granturismo Corner Sofa by Reflex - Reflex-ს 2020 წლის Capsule-ს კოლექციის ელეგანტური მოდელი GranTurismo შთაგონებულია ლეგენდარული Pininfarina-ს დიზაინით შესრულებული სპორტული მანქანების გლუვი, სუფთა და აეროდინამიური ხაზებით. ტრენდულ დიზაინთან ერთად ის ტრადიციულად ინარჩუნებს ბრენდისთვის დამახასიათებელ ფუნქციონალურ და მოდულურ კონფიგურაციებს, რათა იდეალურად მოერგოს სხვადასხვა სივრცეს.
₾ 1
Windsor by Arketipo Firenze - დიზაინი სხვა არაფერია, თუ არა თქვენი საყვარელი მხატვარი, მუსიკოსი ან თუნდა კერძი. არის შემთხვევები, როდესაც ერთი რამ კარგია ყველა შემთხვევისთვის. Windsor-ის მეშვეობით ჩვენ ვიღებთ ცხოვრების წესს და სტილს, რომელიც აძლიერებს თქვენი საცხოვრებელი სივრცის ინტერიერს.
₾ 1
Barracuda by Arketipo Firenze - ეპიკური აქცენტის მქონე დიზაინერული სავარძელი ექსკლუზიურ ქსოვილში, საზურგე ბალიშით, თხელი კონტურის მქონე პრიალა მეტალის ფეხზე, ლოგოტიპით. გამოიყენება ოთახების გამყოფად. ჰაეროვანი და ძლიერი დიზაინერული ვიზუალით.
₾ 1
Litha Lounge by Nature Design - მოდერნის სტილის ორიგინალური ტვ სადგამი, ორგანულად მომრგვალებული კონტურით, ხის ან მარმარილოს ზედაპირით და ძლიერი ვიზუალური ეფექტით, რომელიც მისი ტაქტილური დიზაინის წყალობით ამსხვრებს ტრადიციულ წარმოდგენას და სტერეოტიპებს მისაღები სივრცის ავეჯის კონცეფციაზე. მისი რბილი და დახვეწილი ფორმები ჰარმონიულად კონტრასტირებენ გამოსახსნელ სექციებთან, სტრუქტურასა და ზედაპირთან, რითიც ქმნიან საკმაოდ დახვეწილ მაგიურ ვიზუალს.