T-Vision by Twils - იტალიური კომფორტის ნამდვილი ზეიმი. თანამედროვე სტილის სავარძელი ბრაშირებული მეტალის მოძრავ ფეხზე, სიმაღლის რეგულირების ფუნქციით და სურვილისამებრ ფუფით. იდეალური როგორც საცხოვრებელ ინტერიერში, ისე კომერციულო დანიშნულებით გამოსაყენებლად. ორმაგი ქსოვილის ან ტყავის და ქსოვილის კომბინირების შესაძლებლობით გარე და შიდა სექციებზე.
Kelly Sofa by Galimberti Nino - ელეგანტური და დახვეწილი სილუეტის მქონე, მილანური ნეოკლასიკის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით დამზადებული მოცულობითი 3 ადგილიანი დივანი მასიური ხის სტრუქტურითა და კარკასით, ბრაშირებული მეტალის დეტალების მქონე მასიური ხის დაბალ ექვს ფეხზე, გამორჩეული ექსკლუზიური კრაფტით, იდეალური პროპორციებით და ძლიერი ვიზუალით.
ელეგანტური კოლექცია მოიცავს დივანს, სავარძლებსა და ხელმისაწვდომია განსხვავებულ ქსოვილებში.
collection como
Kiso by Galimberti Nino - რეტრო სტილის სამადგილიანი დივანი კომფორტული დეკორატიული კონტურით, ელასტიური ქამრებით, მასიური წიფლის ხის კარკასით და სტრუქტურით. პოლიურეთანის ქაფმასალით, დარბილებული ბატის ბუმბულით. ზურგისა და საჯდომი სექიები მოსახსნელი შალითებით.
Paris collection.
Kiso Sofa by Galimberti Nino - რეტრო სტილის დახვეწილი ორადგილიანი დივანი ელასტიური ქამრებით. მასიური წიფლის ხის კარკასით და სტრუქტურით, პოლიურეთანის ქაფმასალით. საჯდომი სექია ბატის ბუმბულით. ზურგისა და საჯდომი სექიები მოსახსნელი შალითებით.
Paris collection
Hollywood Sofa by Galimberti Nino - ნეოკლასიკური სტილის მოცულობითი ხავერდის დივანი ელეგანტურ კაპიტონეში, მაღალ ფეხზე, მოსახსნელი შალითებით საჯდომ სექციაზე და მასიური ხის კარკასით, რომლის არტიზანულად შესრულებული დეტალები და ექსკლუზიური კრაფტიც აქცევენ მას ინტერიერის დახვეწილ, ელეგანტურ, დეკორატიულ და ამავდროულად ფუნქციურ ელემენტად.
კოლექცია მოიცავს ასევე სავარძლებს და ხელმისაწვდომია განსხვავებულ ქსოვილებში.
Collection Paris