Chelsea by Rosini - ელეგანტური დივანი მოძრავი სახელურებით და საზურგე ელემენტებით, ინოვაციური ქაფმასალის მქონე შიგთავსით, პრიალა მეტალის მაღალ ფეხზე, რომლის მექანიზმიც იძლევა საზურგე მოდულებისა და სახელურების საჭიროებისამებრ გადახრის საშუალებას, რაც თავის მხრივ მასზე დასვენებისას განსაკუთრებულ კომფორტის განცდას გვანიჭებს.
Cloud 7 by Bretz - მოცულობითი, გლამურული სტილის მცირე მაგიდა ბოჰემური ხავერდის ქსოვილის კორპუსით და სარკისებრი შუშის მრგვალი ტოპით.
Disquo by Bretz - მოდერნისტული სტილის მცირე და მისადგამი მაგიდების კოლექცია განსხვავებული ზომის ცილინდრისებრი ფეხით და ზედაპირებით, რომელსაც აყავს პო-მოდერნიზმის კულტურა და ცხოვრების წესი განსხვავებულ განზომილებაში. სკულპტურული აღნაგობის თანამედროვე კომპოზიცია მეტალის ელეგანტური დეტალებით პერიმეტრზე, ხელმისაწვდომი ორ განსხვავებულ ზომასა და სიმაღლეში.
Heiko Coffee Table by Galimberti Nino - აზიური ზენის სტილის ელეგანტური ყავის მაგიდა შუშის ზედაპირით, რომელსაც ახასიათებს ხის დამუშავების უმაღლეს ხარისხთან კომბინირებული სუფთა და მარტივი დიზაინი.
სტრუქტურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების შერწყმა იდეალურად კონტრასტირებს ზედაპირის რბილ და მოხრილ კონტურთან. ხოლო ფეხების სტატიკური ორთოგონალურობა ქმნის მყარი ცარიელი სხეულების მაინტრიგებელ თამაშს და ხაზს უსვამს მასიური ხის ტელს სილამაზეს, ინსპირირებულს აღმოსავლური აქცენტებით.