Karmakoma by Moroso - სუში, კარკაომა, ჯუჯუ, დონატი, სიხარული, დამასკის ნაქარგები, აღმოსავლური სიმბოლოები, ყვავილების დეკორაციები და ტექნოგრიდები: კოლექცია, რომელიც მკაცრი იდენტურობით ხასიათდება.
კოლექცია მოიცავს ქსოვილთა და ფერთა 4 ნაკრებს: წითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი.
Juju by Moroso - სუში, კარკაომა, ჟუჟუ, დონატი, სიხარული, დამასკის ნაქარგები, აღმოსავლური სიმბოლოები, ყვავილების დეკორაციები და ტექნოგრიდები: კოლექცია, რომელიც მკაცრი იდენტურობით ხასიათდება.
კოლექცია მოიცავს ქსოვილთა და ფერთა 4 ნაკრებს: წითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი.
Get Back Sofa by Poltrona Frau - 2017-18 წლებში საკულტო დივნების Let it Be და Come Together-ის შემუშავების შემდეგ, იტალიური დიზაინის ოქროს წყვილის სტატუსის მქონე რობერტო პალომბასა + ლუდოვიკა სერაფინის მიერ შემუშავებულ იქნა რბილის ავეჯის ახალი სისტემა Get Back, რომლის ინსპირაციაც ნაკარნახები იყო ლეგენდარული ჯგუფის Beatles-ის ცნობილი სიმღერის მისამღერით "Get back, get back, get back to where you once belonged". დიზაინერული პროექტის მხიარული სქემატური ტექსტი, რომელიც თავის არსში განასახიერებს დაბრუნებას სიმყუდროესა და კომფორტისკენ, საგანგებოდ თქვენთვის შექმნილი სივრცისკენ, იქ სადაც თქვენ ნამდვილად თავს გრძნობთ სახლში.
წარმოდგენილი მოდელი გახლავთ კომფორტის სფეროში წარმოებული სიღრმისეული კვლევის შედეგი, მოცულობითი პროპორციებით, ღია ხაზებით, გადასაწევი საზურგე ბალიშები, რომლებიც განგაწყობენ დასვენებისკენ, სახელურების ორი განსხვავებული კონფიგურაციით და მრავალფეროვანი მოდულებით, რომლებიც იძლევიან განსხვავებულ კომპოზიციებში კომბინირების ბრწყინვალე შესაძლებლობას.
Juju Rendez-Vous by Moroso - ეზიარეთ Juju-ს მაგიური ორნამენტების სამყაროს, რომელშიც ჰარმონიულად ერთიანდება ტრადიციების, ფუტურიზმისა და ციფრული რაციონალიზმის ელემენტები. დეტალების მიმართ გამოჩენილი ზედმიწევნითი ყურადღებით დამზადებული ეს მოდელი თავისი დიზაინის არსში განასახიერებს მრავალფეროვანი გავლენების ჰარმონიული შერწყმის მაგალითს, ერთგვარ ვიზუალურ გობელენს, რომელიც თანაბარპროპორციულად მაინტრიგებელი და მიმზიდველია.
მისი დიზაინი ინსპირირებულია ეკლეკტიკური წყაროების მრავალფეროვნებით, რომელიც მოიცავს როგორც დამასკური ქარგვის ელემენტებს, ისე აღმოსავლურ სიმბოლიკას, ფლორისტულ დეკორსა და ციფრულ პატერნებს. აღნიშნულ კოლექციაში ცენტრალური ადგილი უკავია მრავალშრიანობას, რომელიც ქმნის ვიზუალურ კალეიდოსკოპს გარდამავალს არქიტექტურულ ფორმებსა და ფოლკლორულ მოტივებში. შედეგად ვიღებთ ქსოვილების, თამამი დიზაინის, დახვეწილი ესთეტიკისა და გეომეტრიული სიმკაცრის ჰარმონიულ კომბინაციას, რომელიც იწვევს მომხმარებლებს რბილ ჰიპნოტურ რელაქსაციაში.
ეს თვითმყოფადი დივანი წარმოადგენს არამხოლოდ დასვენებისთვის განკუთვნილი ავეჯის არტიკულს, არამედ მკვეთრად გამოკვეთილ აქცენტს, რომელიც ანიჭებს ნებისმიერ ინტერიერსა თუ მისაღებ სივრცეს ხასიათს. Blue Edition გახლავთ Sushi-ის ორიგინალური კოლექციის დახვეწილი დანამატი, გამორჩეული დიდებული ვიზუალითა და თხელი გეომეტრიული დეკორით.