Pipe by Moroso - მინიმალისტური სტილის სავარძელი Pipe. ცნობილი დიზაინერის 2016 წლის იკონური ნამუშევარი, 80 მლ.-იანი შეღებილი ალუმინის მილის კარკასით, შესრულებელი სტრესის ამრიდებელი ცეცხლსაწინააღმდეგო პოლიურეთანის ქაფმასალით.
Avenue by Twils - ურბანული სტილი ინტერიერში, ქუჩის კულტურის ელეგია. სოციალური განლაგების თანამედროვე დივანი, შემდგარი სექციური მოდულებისგან, თავისუფლად განლაგებული ბალიშებით, რომელთა პოზიციების შეცვლაც შესაძლებელია აუცილებლობისა და სურვილისამებრ, რაც გაძლევთ მოსაუბრესთან პირისპირ კომუნიკაციის ან დასვენების საშუალებას. თავისუფლება სხვათა შორის. ერთგვარი მანიფესტი, რომლის მეშვეობითაც დიზაინერმა მოგვცა შესაძლებლობა ჩავხედოთ თვალებში ჩვენს პირისპირ მჯდომ ადამიანს.
ღრუბლებში ცხოვრება, მაგრამ ფეხები მიწაზე, დივნის დიზაინის მიზანიც ეს არის: შეუთავსებელის შეჯერება, ოცნების შერწყმა ყოველდღიურობის ნორმალურობასთან.
თითოეული განყოფილებისათვის რეგულირებადი საზურგე, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს პოზების მრავალფეროვნებაში და უზრუნველყოფს სრულ კომფორტს სხვადასხვა სიმაღლის ადამიანებისთვისაც კი.