Dragnet by Kenneth Cobonpue - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინის ლაუნჯ სკამი Dragnet კენეტ კობონპუესგან, რომელიც შთაგონებულია მეთევზეების ბადეებითა და ქსოვის ხელოვნებით. სკამი დამზადებულია გრეხილი ქსოვილით და მავთულით, რომელიც შემოხვეულია რბილ და უჟანგავი ფოლადის ჩარჩოზე. წარმოდგენილია ორ ფერში, შიდა და გარე ავეჯის კატეგორიებში.
Tilt მზადდება Kenneth Cobonpue-ს სახელოსნოებში ძალიან ზუსტი სტანდარტების მიხედვით, საუკეთესო ხის ოსტატების მიერ. ნაჭრები ინდივიდუალურად იჭრება და უერთდება სხვადასხვა კუთხით, რათა შეიქმნას ხელოვნების ნიმუში, რომელიც აღნიშნავს ოსტატურ სადურგლო საქმეს. Tilt პატივს სცემს ხის დამუშავების საუკუნოვან ტრადიციას.
დიზაინერული სავარძელი Croissant წარმოადგენს მოსასვენებელი იმიჯისა და ერგონომიული ფორმის ერთობლიობას, რომელიც მას ხდის ერთდროულად საინტერესოს და კომფორტულს. ნახევარ-მთვარის დიზაინი ჩაზნექილი ცენტრით ზემოაღნიშნული კოლექციისთვის დამახასიათებელი ნიშანია. წნული აბაკას თოკი არის დომინანტი მასალა, რომელიც ექსკლუზიურად ხელნაკეთია ბრენდის ოსტატების მიერ. სავარძელი წარმოდგენილია როგორც შიდა, ასევე გარე ავეჯის კატეგორიაში.