Souvenir Two-Seater Sofa by Poltrona Frau - მსუბუქი არაფორმალური კონცეფციის გარე ორადგილიანი დივანი
Souvenir Two-Seater Sofa by Poltrona Frau - ცხოვრება საზღვრებს გარეშე - Poltrona Frau-ს ასორტიმენტში მყოფი გარე გამოყენების ავეჯის წარმოდგენილი კოლექცია განასახიერებს ზუსტად ამ კონცეფციას, რომელიც მოიცავს როგორც დიზაინს, ისე დახვეწილ თანამედროვე სტილსა და "Made in Italy"-ს მაღალი სტანდარტებისთვის მახასიათებელ ოსტატობას. შექმნილი ღია ცის ქვეშ ცხოვრებისთვის, რომელიც ანგრევს სიმბოლურ საზღვრებს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის და ანეიტრალებს სხვაობას გარე გამოყენების ე.წ. აუთდორ ავეჯსა და შიდა ინტერიერის ავეჯს შორის.
საკუთრივ დივანი Souvenir გამოირჩევა საოცარი სიმსუბუქითა და არაფორმალური კომფორტით. მას ახასიათებს მოცულობითი პროპორციები და ხელით ნაქსოვი ქამრის ელეგანტური დეტალები. პოლიპროპელენის ბოჭკოსგან დამზადებული ელასტიური ქამრები ხაზს უსვამს საჯდომი ბალიშებისა და ზურგის სილუეტს, რითაც ქმნის მსუბუქ და ტრანსპარენტულ ვიზუალს. აღნიშნული სიმსუბუქე ასევე თვალსაჩინო ხდება ჩამოსხმული ალუმინიუმის ფეხებისა და ძირითადი კორპუსის დამსახურებით, რომლებიც ქმნიან კონსტრუქციის ჰაერში ლევიტაციის შეგრძნებას.
ბრენდი: Poltrona Frau
დიზაინერები: ლუდოვიკა + რობერტო პალომბა
კოლექცია: Souvenir
სტილი: თანამედროვე,
კატეგორია: დივანი,
ზომები: 94*187*86H სმ.
ზომები: 94*245*86H სმ.