Amalfi 3P Outdoor Sofa by Rugiano - გარე გამოყენების თანამედროვე დივანი მასიური წითელი ხის სადგამზე
Amalfi P3 Outdoor Sofa by Rugiano - მოდელი, რომელიც თავიდან განსაზღვრავს "ღია ცის ქვეშ ცხოვრების" თანამედროვე ტრადიციას. მოცულობითი პროპორციებისა და სუფთა, ლაკონური ესთეტიკის დამსახურებით იგი შექმნილია მოზომილი, თუმცა ამავდროულად ექსპრესიული და ჰარმონიული შერწყმისთვის მიმდებარე სივრცესთან. მისი რბილი, მონოლითური კონსტრუქცია ემყარება ძვირფასი წითელი ხისა და ქრომირებული მეტალის დეტალებისგან დამზადებულ კარკასს, რომელიც თავისი რბილი ფორმებით ირეკლავს ბუნებრივ განათებას.
Amalfi-ის თანამედროვე კოლექცია მოიაზრებს თავის დიზაინში ღრმა კომფორტსა და ჰარმონიულ მოცულობით პროპორციებს, რომელთა მეშვეობითაც იგი გარდასახავს ტერასებს, ბაღებსა და ღია ტიპის არქიტექტურულ ნაგებობებს ნამდვილ საცხოვრებელ სივრცეში. ყოველი ცალკეული დეტალი კი ბალიშების ნაკერებიდან დაწყებული განკუთვნილია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის, ისე რომ არ იქნას შეწირული მოდელის ელეგანტური შინაარსი და ესთეტიკა, რომელიც განსაზღვრავს Rugiano-ს ე.წ. Outdoor Living-ის მდიდრულ სამყაროს.
ზომები: 335*104*69 სმ.