Capri Outdoor Sofa by Rugiano - თანამედროვე სტილის მდიდრული დივანი მოხრილი ალუმინის კორპუსით

Capri Outdoor Sofa by Rugiano - მდიდრული დიზაინის გარე გამოყენების დივანი, რომელსაც გადმოაქვს Rugiano-ს სახასიათო სტილი ღია ცის ქვეშ. შესაბამისი ფხვნილით დაფერილ ალუმინის გეომეტრიული ფორმის კარკასს კი ელეგანტურად უჭირავს მოცულობითი კონსტრუქცია და რბილი შიგთავსი, რითაც ქმნის ვიზუალურ ბალანსს მყუდრო კომფორტსა და არქიტექტურულ სიმყარეს შორის. 
თავისი ელეგანტური ესთეტიკით და ინდივიდუალიზმით Capri გამოირჩევა, როგორც ღია ცის ქვეშ ცხოვრების ერთგვარი თანამედროვე სიმბოლო, რომელიც იდეალურად ადაპტირდება ტერასებზე, ბაღებსა და ელიტური სასტუმრო დაწესებულებების ცენტრალურ სივრცეებში. ხოლო, მისი გრაფიკული კონტური და მოყვანილობა ქსოვილებისა და ფერების ფართო არჩევანთან კომბინაციაში იძლევა მისი ნებისმიერ პროექტში გამოყენების ბრწყინვალე შესაძლებლობას, დახვეწილი სტილისა და ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით.
კოლექციას ასრულებს Capri-ს სავარძელი, რომელიც გამოირჩევა იგივე არქიტექტურული კონსტრუქციით და იგივე ყურადღებით მოცულობისა და დეტალებისადმი. იგი წარმოადგენს გარველ შემავსებელ მოდულურ დანამატს დახვეწილი სტილის ღია სივრცეებისთვის, სადაც დიზაინი და ფუნქციონალი იმყოფებიან იდეალურ ჰარმონიაში ერთმანეთთან. 
Capri-ის კოლექცია ზოგადად თავისი დიზაინის არსში გახლავთ ფუფუნების ნამდვილი სიმბოლო - მათთვის ვისთვისაც ბუნების სილამაზით ტკბობა, ბალანსი და დახვეწილი დიზაინი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. 

ონლაინ განვადება:

ბრენდი: Rugiano

კოლექცია: Capri

სტილი: ტრენდული,

კატეგორია: დივანი,

ზომები: 220*40*83 სმ.