T-Pad Outdoor by Twils - გარე გამოყენების მოდულური დივანი რომელიც უძლებს ნებისმიერ უამინდობას
T-Pad Outdoor by Twils - თანამედროვე სტილის გარე გამოყენების მოდულური დივანი, რომელიც უძლებს ნებისმიერ უამინდობას, წვიმას, სიცივეს და სიცხეს, პოლიურეთანის შიგთავსით, წყალგაუმტარ ქსოვილში საზღვაო ტიპის ხის მასალის კარკასზე. ელეგანტური საზურგე დამზადებულია საზღვაო ტიპის ნაწნავი თოკისგან, რაც დივანს ფუნქციური დატვირთვის გარდა სძენს უკიდურესად დახვეწილ კონტურს, რომელიც უხდება ნებისმიერ გარე სივრცეს. მოდელის კონფიგურაცია ითვალისწინებს მრავალ ვერსიას, მათ შორის აღსანიშნავია სავარძელი, ჩეიზ ლაუნჯი და სამეულები.
ბრენდი: TWILS
დიზაინერები: მატეო რანი
კოლექცია: T-Pad
სტილი: ტრენდული,
კატეგორია: დივანი, კუთხის დივანი,