Secret Garden by Poltrona Frau - სკანდინავიური სტილის გარე გამოყენების მაგიდა მასიური ხის კორპუსით
Secret Garden by Poltrona Frau - სკანდინავიური სტილის გარე მაგიდა ნესტგამძლე-წყალგაუმტარი მასიური ხის კორპუსით ხმელთაშუაზღვისპირეთის დიზაინისა და ტრადიციების შესაბამისი ფერადი-გლაზურირებული ქვის ზედაპირით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს საზღვარი შიდა და გარე საცხოვრებელ სივრცეებს შორის სულ უფრო სიმბოლური ხდება, ღია სივრცე ბუნებასთან ჰარმონიაში თამამად განსაზღვრავს კერძო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების წესებს. გარე გამოყენების დიზაინერული ავეჯის კოლექცია Secret Garden შემუშავებულ იქნა იმ მიზნით, რომ მოეხდინა დასასვენებელი და სასადილო ზონების ადაპტირება განსხვავებული პირობებზე: ვერანდებიდან ზამთრის ბაღებამდე, სპა-სალონებიდან გამაჯანსაღებელ ცენტრებამდე, გემებიდან იახტების გემბანებამდე. Poltrona Frau-ს Boundless Living Outdoor-ის სერიაში შემავალი კოლექცია Secret Garden განასახიერებს დახვეწილი და ელეგანტური სტილის გარე გამოყენების ავეჯს, რომელიც თავის ანალოგებთან შედარებით გამოირჩევა მასიური ხის ზედმიწევნითი ნატურალური დამუშავებით და თხელი ხაზებით. იგი გვთავაზობს მოზომილი სკანდინავიური სტილისა და ე.წ. "Made in Italy"-ის მაღალი სტანდარტის იდეალურ კომბინაციას, გემოვნებით ადაპტირებულს გარე გამოყენების პირობებზე.
იგი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნილების ყველა პირობას და შესაძლებელს ხდის მის თავისუფალ გამოყენებას პრაქტიკულად ყველა მეტეოროლოგიურ პირობებში. ის შემუშავებულ იქნა სამი ძირითადი ფუნქციით: დასასვენებელი გარე სივრცის კეთილმოსაწყობათ კომფორტული შეზლონგებითა და მცირე ზომის მაგიდებით, მყუდრო სასადილო ზონის გასაფორმებლად დიდი ზომის მაგიდისა და სავარძლების მეშვეობით, ასევე არაფორმალური სტილის სასადილო სივრცის მოსაწყობად, სადაც შესაძლებელია დროის გატარება ორადგილიან დივანზე ან კომფორტულ სავარძლებზე დიდი ზომის დაბალი კოქტეილის მაგიდასთან.
მასიური ხის მოხრილი კონტურები, რბილი შეხებაზე ქსოვილი, რომლითაც გადაკრულია ბალიშები და ზედაპირებზე არსებული ემალირებული კერამოგრანიტის ნაზი ანარეკლი - ყველა ეს ელემენტი გამოირჩევა დამზადების დახვეწილი და რაფინირებული ხარისხით, რომელიც იშვიათად გვხვდება გარე გამოყენების ავეჯის შემთხვევაში.
ბრენდი: Poltrona Frau
დიზაინერები: რობერტო ლაზერონი
კოლექცია: Secret Garden
სტილი: სკანდინავიური,
კატეგორია: მაგიდა,
ზომები: 110*260*75H სმ.