Lipari Square Garden Umbrella 400 x 400 by Unopiu - თანამედროვე სტილის ხელნაკეთი ქოლგა გამოქაჩვითი გახსნის მექანიზმით
Lipari Square Garden Umbrella 400 x 400 by Unopiu - Lipari-ს თანამედროვე კოლექციაში შემავალი ეს ოთხკუთხედი ფორმის ქოლგა მზადდება ექსკლუზიურად ხელით და ხელმისაწვდომია თოკით ან გამოქაჩვის სისტემით გახსნის მექანიზმით. მისი კონფიგურაცია ითვალისწინებს თეთრ, რუხი ფერის, წითელ, ყავისფერ და კრემისფერ ქსოვილებს. წარმოდგენილ კოლექციაში შემავალი ეს ბაღის ქოლგები გახლავთ მთლიანად დემონტირებადი, რაც იძლევა ყოველი ცალკეული კომპონენტის, მათ შორის გუმბათის გამოცვლის შესაძლებლობას, ისე რომ არ გახდეს საჭირო მთლიანი კონსტრუქციის დაშლა, როგორც ხდება ხოლმე ბაზარზე არსებული ქოლგების უმრავლესობის შემთხვევაში. საკუთრივ კონსტრუქცია დამზადებულია 6 სმ.-იანი დიამეტრის მქონე ხის მასალისგან, ხოლო გუმბათი 100%-იანი აკრილის ქსოვილისგან, რომელიც გამოირჩევა სერიოზული რეზისტენობით ულტრა-იისფერი გამოსხივების, მარილის, ლაქებისა და ფერის დაკარგვის მიმართ.
ზომები: 400*400*სიმაღლე 322 სმ.