Solaria by Poltrona Frau - ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურით ინსპირირებული გარე გამოყენების დივანი
Solaria Sofa by Poltrona Frau - ეზიარეთ ღია სივრცის მშვენიერებას ცხოვრების თავისუფალ და განუსაზღვრელ განზომილებაში Poltrona Frau-ს "Boundless Living Outdoor"-ის სერიაში შემავალი კოლექცია Solaria-ს მეშვეობით. ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურისთვის მახასიათებელი დიზაინითა და ცხოვრების წესით ინსპირირებული ეს კოლექცია გვთავაზობს უაღრესად უნივერსალურ კომპოზიციებს დასასვენებელი ზონის კეთილმოწყობისთვის ბაღებში, ვერანდებზე, პატიოში, ტერასებზე, სახურავებზე, გემებსა და იახტებში, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულებით.
პალომბა+სერაფინის შთაგონებით შექმნილი ეს კოლექცია გამოირჩევა ფართო მოცულობებით და უბრალო კომპოზიციებით, რაც გვაძლევს ჰიბრიდულ სტილში მრავალფეროვანი სცენარების ფორმირების შესაძლებლობას ინტერიერისა თუ ექსტერიერის ელემენტების გამოყენებით. სივრცე განისაზღვრება ჰორიზონტალური კუნძულებით ბარიერების გარეშე, რომლებიც ქმნიან სიმსუბუქისა და კომფორტის განცდას. Solaria-ს კოლექცია მოიცავს გარე გამოყენების როგორც ორ, ისე სამადგილიან კომფორტულ დივნებსა და სხვა მრავალფეროვან მოდულურ ელემენტებს, ხელმისაწვდომებს როგორც სახელურებით, ისე მათ გარეშე. გარე გამოყენების ოთხკუთხედი ან მართკუთხედი ფორმის ორ მაგიდას უნივერსალური ღია სივრეების გასაფორმებლად, სადაც შესაძლებელი იქნება მეგობრებისა და ოჯახის წევრების კამპანიაში განსაკუთრებული მომენტების გატარება, დასვენება და სიამოვნების მიღება.
დახვეწილი გემოვნებით შექმნილი გარე ავეჯი მკაფიო ხაზებით და ხელნაკეთი თოკებით მახასიათებელი დიდი მოცულობის რბილი ბალიშებით, რომლებსაც მოჰყვება სავსე და ცარიელი მოცულობები, რაც ახდენს ობიექტების დე-მატერიალიზაციას და გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად დავტკბეთ ღია სივრცის მშვენიერებით. კოლექცია დამზადებულია მხოლოდ სამი მასალისგან - უჟანგავი მეტალი, თოკი და ქსოვილის ბალიშები. შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ამოღება და თავისუფლად გადაადგილება სწორხაზოვანი ან კუნძულისებრი კონფიგურაციის შესაქმნელად.
ბრენდი: Poltrona Frau
დიზაინერები: ლუდოვიკა + რობერტო პალომბა
კოლექცია: Solaria
სტილი: თანამედროვე,
კატეგორია: დივანი,
ზომები: მოდულური