Volare by Poltrona Frau - სიმსუბუქითა და ჰაეროვნებით გამორჩეული კლასიკური საწოლი თანამედროვე დიზაინით
Volare by Poltrona Frau - წარმოდგენილ მოდელში რობერტო ლაცერონიმ განახორციელა კლასიკური ფარდაგიანი საწოლის თავისებური ხედვა, რომელიც გამოირჩევა თავისი მსუბუქი და ჰაეროვანი დიზაინით. მკვეთრი ხაზები ქმნის შთამბეჭდავ კონსტრუქციას, რომელიც ბუნებრივი მასალებისა და ხარისხიანი დამუშავების წყალობით ანიჭებს მას მდიდრულ ვიზუალს. საწოლი Volare წარმოადგენს კომფორტის ერთგვარ ოაზისს, რომელიც იდეალურია როგორც ოთახის ცენტრალურ ნაწილში, ისე კედლის გასწვრივ განსათავსებლად ფართო სივრცეში. ინტერიერის თბილი და მყუდრო ობიექტი მდიდარი ფერთა გამითა და გამოყენებული ტექსტურების გათვალისწინებით.
ზომები: 215*236*210H სმ.