Swan by Reflex - გლამურული სტილის საწოლი უმაღლესი ხარისხის San Marco-ს
ტექნოლოგიით გოფრირებული ტყავის ან ველვეტის კორპუსით, ხის კარკასზე.
Coupe by Poltrona Frau - Gamfratesi-ის დიზაინერული სტუდიის მიერ შექმნილი საწოლი, რომელიც როგორც გამომდინარეობს მისი სახელწოდებიდან, პატივს მიაგებს ბრწყინვალე სპორტული ავტომობილების კლასიკურ ელეგანტურობას. მკვეთრი და გამომხატველი აეროდინამიური ხაზები, რომლებიც გადაკრულია ხელით Pelle Frau-ს კატეგორიის უნაზესი რბილი ტყავით ქმნიან მყუდრო და კომფორტულ სივრცეს, გათვლილს ორ ადამიანზე.
მოდელში დიდი ყურადღება ეთმობა საწოლის კორპუსისა და სათავე სექციის ურთიერთკავშირს: ორი ზუსტი გეომეტრიული ფორმა, ინარჩუნებს თავის ინდივიდუალურობას, ჰარმონიულად ერთიანდება ბალანსისა და სიმძლავრის დელიკატურ თამაშში, რითაც ხაზს უსვამს საერთო დიზაინის კომპაქტურ და აეროდინამიურ კონტურებს.
Archibald by Poltrona Frau - გამოშვების მომენტიდან მოყოლებული დღემდე Archibald-ის იკონურმა კოლექციამ მოუტანა დიდი წარმატება Poltrona Frau-ს, რომელშიც სახელოვანმა დიზაინერმა ჟან მარი მასომ მოახერხა მოცულობისა და ფორმის ჰარმონიული გაერთიანება, რითაც უზრუნველყო იდეალური ბალანსი კომფორტულ დასაჯდომ მოდულსა და აეროდინამიურ კონსტრუქციას შორის.
მოცემულ შემთხვევაში Poltrona Frau-მ გააფართოვა კოლექცია და პირველად გავიდა წარმოდგენილი მოდიფიკაციით საძინებელ ზონაში. Archibald-ის საწოლი დახვეწილი ელეგანტურობით რეინტერპრეტირებს კოლექციის შინაარსს და თამამი კონტურის მიუხედავად ანიჭებს მოდელს საოცარი სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებას.
Volare Due by Poltrona Frau - Volare Due-ს საწოლის მოდელში რობერტო ლაცერონიმ თავიდან გაიაზრა Volare-ს წინამორბედი ვერსია, ხაზების სიზუსტისა და დაძაბულობის კონტრასტის გათვალისწინებით, რის შედეგადაც გამოიკვეთა კონსტრუქციის განსხვავებული მოცულობები, მყარი ტყავისა და ქსოვილის, მასიური ხისა და ტყავის ბალანსი. საბოლოო ჯამში, მივიღეთ მისი ახლებური ვერსია, რომელიც ასხივოსნებს იგივ ელეგანტურობას, რაც ორიგინალი მოდელი, შთამბეჭდავი და წარმომადგენლობითი ფარდულის გარეშე.
ზუსტი დიზაინი ქმნის იმპრესიულ სტრუქტურას, რომელიც საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება ბუნებრივი მასალებისა და დამუშავების ხარისხის გათვალისწინებით, ამავდროულად ინარჩუნებს მოზომილ და თამამ ხასიათს.
საწოლი Volare Due წარმოადგენს კომფორტის ერთგვარ ოაზისს, რომელიც იდეალურია როგორც ოთახის ცენტრში, ისე კედლის გასწვრივ განსათავსებლად. ინტერიერის თბილი და მყუდრო ობიექტი მდიდარი ფერთა გამითა და გამოყენებული ტექსტურების გათვალისწინებით.