Seeyou by Novamobili - მოდერნი და თანამედროვე დიზაინი, რომელშიც დომინირებს მოცულობითი ფორმის დარბილებული ჰიდბორდი, განსაზღვრავს წარმოდგენილი მოდელისა სტილსა და ესთეტიკას. საწოლის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს სათავე ბალიშის დარბილებული ფორმა და მისი შევიწროვება ქვევიდან ზევით. ხოლო, ელეგანტური კონსტრუქცია რომელიც ეყრდნობა ხის ფეხებს და ფართოვდება გვერდებში ანიჭებს მას მსუბუქ და დაბალანსებულ ვიზუალს.
მოდელი ხელმისაწვდომია როგორც ქსოვილის, ისე ტყავის კონფიგურაციაში, მოსახსნელი შალითებით, მასიური ხის ფეხებზე.
Midnight by Novamobili - წარმოდგენილი მოდელი გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმიან რბილი და თანამედროვე ხაზები. ხოლო, გვერდიგვერდ განლაგებული ორი მომრგვალებული ფორმის ბალიშისგან შემდგარი სათავე სექცია იდეალურად ასრულებს საწოლის მოხრილი კონტურის კონსტრუქციას, რითიც ქმნის დიზაინერული ხაზების მუდმივობისა და სირბილის განცდას.
მოდელი ხელმისაწვდომია ასევე მოცულობითი სათავსო განყოფილების ვერსიაშიც, მექანიკური ან ელექტრონულად ასაწევი ინოვაციური სისტემით, რომელიც იდეალურია საწოლის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოსაყვანად, რაც საგრძნობლად აადვილებს მისი მოწესრიგების პროცესს.
Mizu by Novamobili - ინსპირირებული იაპონური ტრადიციებით საწოლი Mizu გამოირჩევა ელეგანტურად მოხრილი სათავით, რომლის წყალობითაც თავისი დიზაინის არსში განასახიერებს უბრალოებას და ჰარმონიას. მისი ხის კორპუსის ცენტრალური ნაწილი კი შესაძლებელია გაფორმებულ იქნას ქსოვილის დეტალებით ისე, რომ აქცენტი გაკეთდეს ღიად დარჩენილ კუთხეებზე.
მოდელი ხელმისაწვდომია როგორც ქსოვილის, ისე ტყავის კონფიგურაციაში მოსახსნელი შალითებით, მასიური ხის დაბალ ფეხზე.