₾ 1
Falcon by Rugiano - წარმომადგენლობითი საწოლი დარბილებული ტრიფტიქისებრი ჰიდბორდით და მოძრავი გვერდითა პანელებით, რომელთა პოზიციის რეგულირებაც შესაძლებელია სურვილისამებრ (რაც გარკვეულწილად ცვლის საწოლის დიზანს) გულგრილს არ დატოვებს არავის. დაკეცილ მდგომარეობაში საწოლი მყუდრო თავშესაფარის ფორმას იღებს.
₾ 1
Fandango by Rugiano - ფუტურისტული დიზაინის საწოლი, რომელიც ხასიათდება მკვეთრი აეროდინამიური სტრუქტურის მქონე ჰიდბორდით და ბრინჯაოსებრად ბრაშირებული მეტალის დეკორატიული ელემენტებით. საწოლის მეორე განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ტყავში, ნაბუკსა ან ქსოვილში გაწყობილი თვალისმომჭრელი ზურგი.
₾ 1
Anais by Rugiano - გრაციოზული პროპორციებისა და დახვეწილი სკულპტურული ვიზუალის მქონე თანამედროვე საწოლი, იმპრესიული მეტალის ფეხზე, რომლის კომფორტული და რბილი ჰიდბორდიც გამოირჩევა ელეგანტურად მოხრილი სილუეტით, რაც ჩვენში ინტიმურობისა და სტუმართმოყვარეობის შეგრძნებას იწვევს. საწოლის კორპუსს განსაკუთრებით გამოარჩევს სათავე სექციის ზედა ნაწილში ინტეგრირებული ბრინჯაოს დიზაინერული ელემენტი, რომელიც ამავდროულად ერთგვარი თაროს ფუნქციას ასრულებს და მნიშვნელოვნად ზრდის მის ესთეტიურ ღირებულებას. მოდელი ხელმისაწვდომია ორ განსხვავებულ ზომასა და კონფიგურაციაში.
₾ 1
Concept by Rugiano - დახვეწილი დიზაინისა და წარმომადგენლობითი სტილის საწოლი განიერი სტრუქტურირებული პროფილის მქონე ჰიდბორდით, დაბალ ბაზაზე, გაფორმებული ბრაშირებული მეტალის ელეგანტური დეკორით სათავე სექციის პერიმეტრზე და სადგამზე, რომელიც ინტერპრეტირებს საძინებელ სივრცეს არსებით, თუმცა დახვეწილის სტილისტიკის ენით. მისი თითოეული ელემენტი შექმნილია თანამედროვე კომფორტის ატმოსფეროს შესაქმნელად. მოდელი ხელმისაწვდომია ორ განსხვავებულ ზომაში.
₾ 1
Falcon Slim by Rugiano
₾ 1
Pegaso არის საწოლი იმპრესიული ვიზუალით და მკვეთრად გამოხატული ხასიათით. აქ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი ორი ტიპის ტექსტურას (ქსოვილი ან კაპიტონე), ჰედბორდის სამ სიმაღლესა და სიგანეს, თუ ოთხი სახეობის ბაზის კარკასს შორის. საწოლის ყველა ბექპანელი მონტაჟდება პირდაპირ კარკასზე და არ არის მათი კედელზე ინსტალაციის (კედლის დაზიანების) საჭიროება. სურვილის შემთხვევაში ჰედბორდზე შესაძლებელია წიგნების თაროს - ე.წ. ბუქქეისის მონტაჟიც.
₾ 1
Victoria by Rugiano - წარმომადგენლობითი სტილისა და რაფინირებული ესთეტიკის მქონე საწოლი მაღალი გოფრირებული სათავით, ქრომირებული მეტალის ელეგანტური დეტალებით და ვერტიკალური გეომეტრიის დიზაინით, დაბალ ბაზაზე, ხელმისაწვდომი როგორც ტყავის, ისე ქსოვილის გადაკვრაში.
₾ 1
Artemide by Rosini - კლასიკური ელეგანტურობა თანამედროვე აქცენტით. Artemide - ნეოკლასიკური სტილის საწოლის ულამაზესი კონტურის მქონე ხავერდის, ქმსოვილისა ან ტყავის კაპიტონეში, მეტალის ფეხზე, იძლევა შესაძლებლობას შეუკვეთოთ მისი ჰედბორდი ორ განსხვავებულ სიმაღლეში - მაღალი და დაბალი სათაურით. ასევე არის საწოლის ბაზის სურვილისამებრ შერჩევის შესაძლებლობა, როგორც მაღალ მეტალის ფეხზე, ისე დახურული დაბალი ბაზით. თანამედროვე ლუქსი თქვენს ინტერიერში.
₾ 1
Lily by Nature Design - მიმზიდველი ფორმების საწოლი დარბილებული სათავით მასიური ხის ბაზაზე, ხელმისაწვდომი როგორც ქსოვილში, ისე ნაბუკსა და ტყავში.
₾ 1
Andromeda - რომანტიული ხასიათის საწოლი რაფინირებული კონტურით და მოსახსნელი ორმაგი ქსოვილის ჰედბორდის ბალიშებით, რომლის ამობრუნების საშუალებაც ყოველთვის გექნებათ სურვილის შემთხვევაში.