კოლაბორაცია ნიშური პარფიუმერიის მაღაზიათა ელიტარულ ქსელთან - AROMATEQUE, AXIS TOWERS, ვაკე

img

გვსურს სიამაყით წარმოგიდგინოთ ნიშური პარფიუმერიის ელიტარული ქსელის Aromateque-ს Axis Towers-ის ვაკის ფილიალში განხორციელებული კოლაბორაციისა და ფლეისმენტის ამსახველი ფოტომასალა, რომლის ფარგლებშიც მაღაზიის ინტერიერის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ იქნა Castello-ს ჰაიენდ ბრენდების ავეჯი (იკონური დიზაინის ტყავის დივანი სავარძელთან Windsor by Arketipo Firenze, მოდერნისტული სტილის მარმარილოს კოქტეილისა და ბრაშირებული მეტალის მისადგამი მაგიდების სეტი Concave & Heron by HESSENTIA Cornelio Cappellini, ელეგანტური შუშის კონსოლი მონოლითური მარმარილოს დეტალით ბაზაზე Valentinox by Cattelan Italia), საკულტო კოლექციის შემადგენელი განათება (Limbo - ფილიპინელი Kenneth Cobonpue-ს სურეალისტური აკრობატების ჭაღების სერიიდან), ვენეციური სტილის კერამიკული ვაზები და აქსესუარები (იტალიური Adriani e Rossi-ს შესრულებით), ასევე სხვა ორიგინალური არტ-ობიექტები.

კოლაბორაციის ამსახველი დაწვრილებითი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ. გვერდის "პროექტების" განყოფილებაში ან გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე: castello.ge/ge/projects/