Castello იტალიური Qeeboo-ს ექსკლუზიური დილერი გახდა

img

სასიამოვნო სიახლე, რომლის შესახებაც Castello-ს გუნდი სიამოვნებით აცნობებს თავის მომხმარებელს.

2021 წლის 20 იანვარს იტალიიდან მიღებული ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე, Castello გახდა საყოველთაოდ აღიარებული ტრენდული აქსესუარების ბრენდის Qeeboo-ს ექსკლუზიური დილერი, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში ჩვენი საგამოფენო სალონის გარდა, ზემოხსენებული ბრენდის პროდუქციის გაყიდვის უფლება არ გააჩნია არცერთ კომპანიას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი რთული მდგომარეობისა და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით აღნიშნული შედეგის მიღწევა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან Qeeboo ტრადიციისამებრ არ გასცემს ექსკლუზივებს.

თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული პროექტების, ნაყოფიერი კოლაბორაციისა და ჩვენი ერთგული მომხმარებლის დახმარებით ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ Qeeboo-ს მოდური პროდუქციის ასორტიმენტშია - სტეფანო ჯოვანიონის ბაჭიების სერია, მარკანტონის „შეყვარებული ჟირაფი“, ნიკა ზუპანკის ბანტიანი სკამი, მარსელ ვანდერსის ნამუშევრები და მრავალი სხვა აქსესუარი, რომელმაც 2019 წლის მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე (Salone Del Mobile Milano) ე.წ. Out of the Ordinary Objects-ის კატეგორიაში მიიღო საყოველთაო აღიარება და უმაღლესი ჯილდო.

Castello-ს გუნდი ულოცავს თავის ერთგულ მომხმარებელს ამ შესანიშნავ მიღწევას და მომავალში მრავალ სიახლეს პირდება.