“იტალიური ტემპერამენტი ქართულ ინტერიერში” – ავეჯის შოურუმი “კასტელო”

img
“ჩემი სახლი, ჩემი სასახლეა” – ეს ძველი ინგლისური გამონათქვამი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მაინც, რა გვჭირდება იმისათვის, რომ საცხოვრებელში თავი შინ ვიგრძნოთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მყუდრო, კომფორტული ინტერიერის მოწყობაა. როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის მხოლოდ ავეჯი. ესაა ტემპერამენტი, რაც ინტერიერის თითოეული კომპონენტის გემოვნებიანი შერწყმით მიიღება და თავს შინ გაგრძნობინებთ – სახლში, სადაც დროის შეგრძნება ქრება და ყველა ბედნიერია. 2019 წლის დასაწყისში, “კასტელოს” გუნდმა გამოცდილი დიზაინერები შემოიკრიბა და სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ავეჯის სახლის შექმნა. ლოფტის სტილის შოურუმი ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელმა შეძლოს ავეჯის საკუთარ ინტერიერში წარმოდგენა. მულტიბრენდული მაღაზია მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენს საქართველოში. “კასტელო” იტალიურად სასახლეს ნიშნავს. კომპანიის მთავარი გზავნილიც ესაა – აგრძნობინოს მომხმარებელს, რომ სახლი მართლაც შეიძლება იყოს სასახლე:

“როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ადამიანისთვის, სახლი წარმოადგენს მის სასახლეს, შესაბამისად, ბიზნესის სახელწოდების შერჩევის დროს, ვიხელმძღვანელეთ ზუსტად ამ პოსტულატით. Castello, თავის მხრივ, იტალიურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც “სასახლე”. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპისთვის, ძირითადად ვთანამშრომლობთ მხოლოდ იტალიელ მწარმოებლებთან სახელწოდებაც შევურჩიეთ იტალიური” – ამბობენ “კასტელოს” წარმომადგენლები.

მაღაზიის კონცეფციაზე გვიამბეთ…

“კასტელო” საცხოვრებელი სახლის ავეჯს სთავაზობს მომხმარებელს: მისაღები ოთახის კომპლექტაციები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, სამუშაო მაგიდები, დრესუარები, მოსასვენებელი ავეჯი, მაგიდები, სკამები, კარადები, ტელევიზორის სადგამები და სხვა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ლოფტის ტიპის შოურუმის ინტერიერი. აქ ავეჯი შემთხვევითი პრინციპით არ არის გაბნეული. ყველაფერი კომბინირებულია და ყოველი ცალკეული პროგრამა სეგმენტურად არის განლაგებული და შეხამებული ერთმანეთთან. შესაბამის სივრცეში, სათანდო განათების ქვეშ. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ეს ყველაფერი და წარმოიდგინოს საკუთარ ინტერიერში.

ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?

პროდუქცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებელზე. ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ ავეჯს, არ გვაქვს მაღაზია მაღაზიისთვის, ყველაფერი რაც აქ არის წარმოდგენილი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქ რასაც შეიძენთ, იქნება აბსოლუტურად უნიკალური.

რა გამოარჩევს ”კასტელოს”, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

აღსანიშნავია, რომ „კასტელო“ არის უნიკალური კონცეფციის მქონე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიო ავეჯის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების საუკეთესო კოლექციები (ReflexAngelo, Twils, AlfdaFre-Valdesign, Pregno, Bruno Zampa, London Art, Porada, Longhi, Veneran და სხვა). ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს, როგორც დიდი-მრავალფეროვანი არჩევანი, ისე მოქნილი და სეგმენტირებული ფასები, რომლებიც ორიენტირებულია ნებისმიერი მომხმარებლის მოლოდინზე. მაგალითად, მაღალი ხარისხის საწოლის ფასი ჩვენთან იწყება 2200 ლარიდან და ადის 16500 ლარამდე. იგივე შეიძლება ითქვას დიზაინერულ ხის, 

შუშისა და მარმარილოს მაგიდებზე, რომელთა ღირებულებაც მერყეობს 2500-დან 35000 ლარამდე და რაც მთავარია, ინდივიდუალური მომხმარებლის პერსონალურ სურვილებზე დამყარებული შეკვეთის გაფორმების შესაძლებლობა. აქ ყურადღება ექცევა ყოველ ცალკეულ დეტალს, ადაპტირებულს სასურველ ინტერიერზე, დაწყებული ნაჭრისა და ქსოვილის, ტყავისა თუ მისი შემცვლელის ფაქტურით, დამთავრებული კონკრეტული მოდელის კონფიგურაციითა და ზომებით, მარმარილოს კატეგორიითა და მეტალის ელემენტებით.
შოურუმში ფუნქციონირებს საგანგებოდ გამოყოფილი ლაუნჯი, რომელშიც თავმოყრილია ზემოხსენებული სპესიმენების 550-ზე მეტი ნიმუში (ლაკირებული და მეტისებრი ტოპების და ხის ზედაპირების, მეტალის, მარმარილოსა და ქსოვილების ნიმუშები). “კასტელოს” კონსულტანტები ზედმიწევნით კარგად ერკვევიან და მაღალპროფესიონალურ დონეზე, კატალოგებისა და ელექტრონული პროგრამების დახმარებით გაგიწევენ დახმარებას. ერთი სიტყვით, ჩვენთან შეკვეთის გაფორმება სწრაფი და კომფორტული პროცესია.

როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია?

ძირითადად, სოციალური ქსელები – განსაკუთრებული დატვირთვით ფუნქცონირებს ჩვენი Facebook და Instagram გვერდები, სატელევიზიო რეკლამა, ე.წ. პროდუქტ ფლეისმენტები, ვთანამშრომლობთ ინტენსიურ რეჟიმში ჟურნალებთან და გამოცემებთან. მაღალ პროფესიონალურ დონეზე გადავიღეთ ჩვენი ბიზნესის ამსახველი 40 წამიანი ვიდეო კლიპი ცნობილი რეჟისორების მონაწილეობით, რაც საქართველოში ამ ინდუსტრიაში წარმოადგენს აბსოლუტურ „ნოუჰაუს“. საერთოდ, მარკეტინგის თვალსაზრისით განვლილი ივლისის თვე ჩვენთან იყო საკმაოდ დატვირთული, ერთდროულად 5 სატელევიზიო არხსა და ერთ რადიო არხზე გადიოდა Castello-ს რეკლამა. სავაჭრო ცენტრებში განთავსებული იყო ჩვენი პროდუქციის ამსახველი საექსოპზიციო სტენდები. ასევე, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა კომპანიის ვებგვერდის აწყობაზე, რომელიც სავარაუდოთ უკვე სექტემბრის ბოლოდან გაიშვება აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატით, დიზაინითა და სერვისებით.

გუნდზე გვიამბეთ. ვინ ქმნის კასტელოს? 

Castello-ს გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ნიჭიერი და თამამი დიზაინერებისგან, ასევე ტრენდული ავეჯის გაყიდვების სფეროში სოლიდური გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომლებიც სიამოვნებას იღებენ საკუთრივ სამუშაო პროცესისგან. ხოლო, ტოპ-მენეჯმენტი წარმოდგენილია ზემოხსენებული სფეროში 8 წლიანი გამოცდილების მქონე პირებით, რომლებსაც ბოლო წლების მანძილზე მონაწილეობა აქვთ მიღებული ქართულ ბაზარზე მოქმედი არაერთი წარმატებული კომპანიის ფორმირებაში.