პრემიუმ სეგმენტის ავეჯის ბიზნესის მომავალი საქართველოში
საგანგებო მდგომარეობა, პანდემია, ეპიდემია, საყოველთაო კარანტინი, კომენდატის საათი – მცნებები, რომლებმაც განუსაზღვრელი დროით დააპაუზა მთელი სამყარო და მსოფლიო ეკონომიკა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში და ავეჯის დიდი შოურუმები.
რა ხდება დღეს საქართველოს ჰაიენდის ავეჯის ბაზარზე და ზოგადად ინდუსტრიაში, რომელზეც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ხვედრითი წვლილი მოდიოდა?
ამ შეკითხვებზე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმის CASTELLO-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ივანე ნადაშვილი საუბრობს.
საყოველთაო კარანტინის ფონზე საქართველოში ბევრი ბიზნესი გაჩერდა, თქვენ რა პოზიციაში ხართ და რა ნაბიჯები გადადგით?
დავიწყოთ იქიდან, რომ 2019 წლიდან დღემდე მცირე დროის განმავლობაში CASTELLO-მ მძლავრი კონკურენციის მიუხედავად თავისი განსხვავებული მიდგომით მოახერხა თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორმა. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო როგორც ავეჯის მწარმოებელი ევროპელი გრანდების, ისე ქართველი მომხმარებლების ლოიალობის მოპოვება და ჩვენ ეს შევძელით.
დღესაც, როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიის საფრთხეს, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინტესიურ მუშაობას ამ მიმართულებით.
სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, ჩვენ გადავდგით ადეკვატური ნაბიჯები, რომლებიც ერთის მხრივ ჰარმონიაშია WHO-ს და მთავრობის რეკომენდაციებთან, ხოლო მეორესმხრივ საკმაოდ უმარტივებს მომხმარებლებს ჩვენთან ურთიერთობას – გაუშვით ქართულ ბაზარზე ანალოგის არმქონე ვებ. გვერდი www.castello.ge სადაც წარმოდგენილია, როგორც იტალიური და ევროპული მაღალი კლასის პროდუქციის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი, ჯამში 180-მდე მსოფლიო დონის დიზაინერთა ნამუშევარი, ისე სრული ინფორმაცია შოურუმის ვირტუალური ტურის ჩათვლით კომპანიის მომწოდებელთა, სერვისებისა და ჩვენი აქტიობების შესახებ. მთლიანად გადავიყვანეთ სათაო ოფისი დისტანციურ მართვაზე, კარანტინის საწყის ეტაპზე მოვახდინეთ შოურუმის სრული დეზინფიკაცია, სავაჭრო ფართისა და ლოგისტიკური სამსახურის აღჭურვა შესაბამისი დისპენსერებით და დამცავი საშუალებებით, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სასაწყობე მარაგები და ინფრასტრუქურა, სადაც მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში თვეების მანძილზე უსასყიდლოდ ენახებათ შეძენილი პროდუქცია და ა.შ. ზოგადად უკანასკნელი პერიოდში ვმუშაობთ ძირითადად ადგილზე არსებული სტოკით.
ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესების სწორი ანალიზი, CASTELLO-ს პროფესიონალთა გუნდის შენარჩუნება, ბიზნესის თუნდაც დაბალი ოპერირების ტემპით მართვა და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა, ვინაიდან ვაცნობიერებთ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქართული ეკონომიკის ისე მათი ოჯახების და ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის წინაშე. ამიტომ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით გვერდში უდგევართ მათ.
რას გვეტყვით გაყიდვების მაჩვენებლებზე?
ბოლო დროს განვითარებულმა ნეგატიურმა პროცესებმა მოახდინა მთელი ცივილიზებული სამყაროს პარალიზება და ბუნებრივია ვერ ჩაუვლიდა გვერდს ვერც CASTELLO-ს. კომპანიამ განიცადა სერიოზული ზარალი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე.
მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დროებით გაჩერდა დამატებითი 2500 კვ.მ. სავაჭრო ფართის მშენებლობის პროცესი, გაყიდვები შემცირდა დაახ. 60%-ით, საყოველთაო კარანტინის საწყის ფაზაზე აღინიშნებოდა მომხმარებელთა ტრეფიკის სერიოზული ვარდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ზოგადად სავაჭრო ბალანსის გაუარესება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბიზნესის პირდაპირ კავშირშია სამშენებლო ინდუსტრიასთან, სესხებთან და საბანკო რეგულაციებთან, რამაც თავის მხრივ დამატებითი ნეგატიური ზეგავლენა იქონია სეგმენტზე, ვინაიდან სამწუხაროდ აქაც აღინიშნება უარყოფითი დინამიკა და სტაგნაცია.
თუმცა, აქაც ფორსირებული გადაწყვეტილებების წყალობით მოვახერხეთ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა და სავაჭრო პროცესების პროგნოზირებად დინამიკაში შემობრუნება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც CASTELLO-ს ავეჯის შეძენის მსურველთა რიცხვი, ისე ახლად შექმნილი ვებ. გვერდის www.castello.ge ვიზიტორთა რაოდენობა, დაახ. 70%-ით. ამას ხელი შეუწყო ვებ. გვერდის მობილური ვერსიის შექმნამ, რომელიც ადაფტირებულია Android-ისა და IOS-ის სმარტფონების სისტემებზე. ჩვენი სოც. მედიის ადმინისტრატორები მუდმივ ონლაინ და სატელეფონო კავშირზე არიან პოტენციურ მომხმარებლებთან, რომლებსაც ნამდვილად ვანებივრებთ ახალ ახალ პრემიუმ-კლასის ბრენდების შემოყვანით (სულ ბოლოა იტალიური Divanidea, პოლონური განათებები Bomma და ბელგიური პრემიუმ-კლასის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Qeeboo).
ყოველივე ზემოხსენებულის შედეგად, ჩვენდა სასიხარულოდ დავიწყეთ სულ უფრო მეტი შეტყობინების მიღება იტალიიდან მომწოდებელთა ქარხნების გახსნის თაობაზეც, რაც ძალიან გვახარებს და გარკვეული ოპტიმიზმის განცდას გვისახავს.
როგორ გესახებათ საერთოდ საქართველოში პრემიუმ სეგმენტის ავეჯის ბიზნესის მომავალი?
დღეს ზოგადად COVID-19 ინფექციის საფრთხიდან გამომდინარე, ე.წ. ჰაიენდის ავეჯის სეგმენტს მსოფლიო ბაზარზე უჭირს, მოსახლეობა უმთავრესწილად ორიენტირებულია პირველადი საჭიროების ნივთების შეძენაზე და აქ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და გარეთ გასვლას მოწყურებული ხალხი მიაშურებს სავაჭრო ცენტრებს, იმუშავებს პრაქტიკულად ყველა სექტორი და ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულება დაწყებული ენთერთეიმენტით დამთავრებული რითეილით, CASTELLO-ს გუნდი ზუსტად ამ შემართებით გეგმავს მომავალს და გაორმაგებული ენერგიით, გაზრდილი ასორტიმენტით და გაცილებით დიდი ფართით მზად იქნება უმასპინძლოს თავის მომხმარებლს. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, სრულიად საქართველოს! დარჩით სახლში!
2 თვის წინ სიახლეები