Lorenzo Cattelan-ის ვიზიტი კასტელოს შოურუმში

img
26-27 აპრილს კასტელოს გუნდმა ცნობილი იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანიის Arketipo Firenze-ს დამფუძნებელს Lorenzo Cattelan-სა და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის პირველი დღე შემოიფარგლა ლენტის გაჭრითა და კომპანიებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრით. ბატონმა ლორენცომ გაგვიზიარა ბრენდის სიახლეები და სამომავლო გეგმები, ტრენინგის  სახით სიღრმისეული ინფორმაცია მოგვაწოდა პროდუქციისა და გამოყენებული მასალების ტექნიკურ მახასიათებლებზე. ვიზიტის მეორე დღე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტაძრების და სხვა ღირსშესანიშნაობების მონახულებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ Arketipo-ს უნიკალური პროდუქცია იქმნება უმაღლესი ხარისხის მასალებით, 100%-ით ხელით იტალიაში, ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის მსოფლიო დედაქალაქად აღიარებულ ქ. ფლორენციაში, რომელშიც მოღვაწეობდნენ და თავიანთ შედევრებს ქმნიდნენ ადრეული ეპოქის, რენესანსისა და შემდგომი პერიოდების საუკეთესო ხელოვანები - მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები თუ არქიტექტორები. ქალაქი რომელიც გახდა დიდი მიქელანჯელოს, დავინჩის, სანდრო ბოტიჩელის, ჯოტოს, ბოკაჩოს და დანტე ალიგიერის შთაგონების წყარო დღეს იმპროვიზაციისა და შემოქმედების სარბიელს აძლევს Arketipo-ს, რომელიც იმდენად განსხვავებულია დიზაინის სფეროში, რამდენადაც თქვენი თითის ანაბეჭდი. აქედან იღებს სათავეს ყოველი ნივთი იქნება ეს რბილი ავეჯი, მაგიდა თუ რომელიმე სხვა აქსესუარი. ყოველი პროდუქტი კოლექციიდან ატარებს არანაკლებ სახელოვანი მსოფლიო მასშტაბის დიზაინერის ხელწერას, როგორებიც არიან - კარლო ბიმბი, ჯუზეპე ვიგანო, მაორო ლიპარინი, ჯინო კაროლო, რობერტო პალომბა, მაურიციო მანძონი, ლეო დაინელი და სხვები.