Salone del Mobile Milano-ს რიგით მე-60 გამოფენა

img

Il Salone del Mobile.Milano-ს რიგით მე-60 გამოფენა კვირას, 12 ივნისს დასრულდა. კოვიდ პანდეემიით გამოწვეული 2 წლიანი პაუზის შემდგომ აღნიშნული გამოფენა ინტერიერის დიზაინის სფეროსთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. მართლაც გამოფენა საკმაოდ მასშტაბური და შთამბეჭდავი გახლდათ 2175 ბრენდის ექსპოზიციითა და 262,608 დამთვალიერებლით.

გამოფენის ფარგლებში კასტელოს გუნდმა მოინახულა თავისი პარტნიორი ბრენდები და მათი საგამოფენო სივრცეები. სტენდებზე მრავალი სიახლე დაგვხვდა, რომელსაც შეძლებისდაგვარად ვუზიარებდით ჩვენს ერთგულ მომხმარებელს სოციალურ ქსელების მეშვეობით. აქვე შემოგთავაზებთ ჩვენი ვიზიტის შემაჯამებელ ინფორმაციას:

წელს, ფლორენციული Arketipo- სტენზე რადიკალური სიახლეები დაგვხვდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ბრენდის ახალი მიმართულება - აუთდორ ავეჯი, საექსპოზიციო კოლექციით En Plein Air, რომლის ნატიფ დიზაინში იგრძნობა მაესტრო ლიპარინის ხელწერა. დიზაინერის მთავარი ჩანაფიქრი ტრადიციული აუთდორ იდეების უარყოფა, მისთვის უფრო ნაზი და დახვეწილი შიდა ინტერიერული იერსახის მინიჭება და საერთო ჯამში შიდა საცხოვრებელი დიზაინის ერთგვარად გარეთ გამოტანა წარმოადგენდა, რისი წარმატებული შედეგიც არქეტიპოს სტენდის ცენტრალურ ნაწილს ამშვენებდა.

გარდა აუთდორისა ბრენდმა წარადგინა ახალი სოციალური მოდელები, როგორციაა ჯუზეპე ვიგანოს დიზაინით შესრულებული Back Pack Sofa, მაურო ლიპარინის დიზაინერული საწოლი Big Night, დივანი, საწერი მაგიდა და სავარძელი Punto Ala.



გამოფენის ფარგლებში ვეწვიეთ ჩვენს შეუცვლელ პარტნიორს, მურანოს შუშის საუკუნუვანი დამუშავების ტრადიციებით აღიარებულ Reflex-ს. როგორც ყოველთვის უბადლო და გამორჩეულია მათი თითოეული ნამუშევარი. თანამედროვე ვენეციური სტილი - ცივი და ამავდროულად გლამურული კომპოზიციები, სადაც მთავარ განწყობას სწორედ შუშაზე შესრულებული გამაოგნებელი ნამუშევრები ქმნიან, ხოლო დიზაინში ინტეგრირებული ტექნოლოგიური ელემენტები შემოქმედების სრულიად სხვა მიმართულებაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის მოწინავე პოზიციას ინტერიერის დიზიანის სფეროში.



გამოფენის ცენტრალურ ნაწილში ყველასთვის უსაყვარლესი, მხიარული Qeeboo იწონებდა თავს, თავისი საუხოო კოლექციებით. წელს ბრენდს ნამდვილად ბევრი სიახლე ჰქონდა, შესაბამისად სივრცეც მუდამ სტუმრებით იყო სავსე.

 მოდით დავიწყოთ Ron Arad-ის სავარძლით DFWTM (Don't F ** k with the mouse) , მიკი მაუსის პერსონაჟით ინსპირებული საკულტო სავარძლის ორიგინალი ვერსია ჯერ კიდევ 1988 წელს შეიქმნა, ხოლო ქიბუსებური თანამედროვე ინტერპრეტაციით მან კიდევ ერთხელ შეახსენა თავი დიზაინისა და კრეატივის მოყვარულებს.

არ უნდა გამოგვრჩეს ასევე Rabbit კოლექციების დამატებითი ხაზი და რაც მთავარი ნიკა ზუპანკის უსაყვარლესი სავარძელი Ribbon-ი.



Lenzi-ს სტენდთან ვიზიტით კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ ჩვენ საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ და მისი კოლექციები ნამდვილად იმსახურებს არამარტო ჩვენს, ასევე თქვენს აღფრთოვანებას! ამიტომ სულ მალე ბრენდის ახალი ექსპოზიცია დაემატება ჩვენს შოურუმს და კიდევ უფრო დიდი არჩევანი ექნება ჩვენს მომხმარებელს გაეცნოს მარმარილოს ჯადოქრების საუკეთესო შემოქმედებებს.



განუმეორებლად მყუდრო ატმოსფერო სუფევდა Galimberti Nino საგამოფენო სივრცეში, მილანური ნეოკლასიკით ინსპირირებული დელიკატური დიზაინი მშვიდ, ამაღლებულ განწყობას უქმნიდა თითოეულ სტუმარს. 

განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახლდათ გალიმბერტის ახალი კოლექცია - Theo, ოკეანის ფერის ლაკირებული მაგიდა და ვიტრინა, რომელთანაც დახვეწილ კოტრასტში იმყოფებოდა ხავერდის სკამები - Tissi.



Twils-ი სტენდზეც დიდი სიახლეები დაგვხდა, ბრენდმა ამჯერად რბილი ავეჯის კიდევ უფრო დიდი ექსპოზიცია წარმოადგინა გამოფენაზე, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა Achille astiglioni საკულტო სკამი Polet-ი.

მასშტაბური ექსპოზიციითა და სიახლეებით დაგხვდა ასევე ყველასათვის ცნობილი ბრენდი Cattelanitalia, რომლის ყველაზე მსხვილი დილერი საქართველოში სწორედ კასტელო გახლავთ ბათუმში, შარტავას 8 ნომერში განთავსებული კატელანის მონობრენდული შოურუმით.

ბრენდის სიახლეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საკონფერენციო, სასადილო და მცირე მაგიდების, კონსოლების, ვიტრინებისა და დიზაინერული განათებების განახლებული კოლექციები.

რა თქმა უნდა არ დაგვიწყებია აუთოდრ ხაზის მიმართულებით ჩვენი ახალი პარტნიორის - Roberti-ის სტენთან სტუმრობა, რადგან ამ ეგზოტიკის  რეალობაში ხილვა ერთი სიამოვნებაა!

ასევე, აღსანიშნავია ჩვენი ვიზიტი Gurian-ის საგამოფენო სივრცეში, სადაც ჩვენი მოლოდინები ბრენდის ხარისხთან და შესაძლებლობებთან კიდევ უფრო გამყარდა და შესაბამისად უახლოეს მომავალში, კასტელოს ახალ შოურუმში მომხმარებელი იხილავს გურიანის საუკეთესო მოდელების მასშტაბურ ექსპოზიციას.