გთავაზობთ, ჟურნალ ინტერიერის სტატიას "Castello - იცხოვრე იტალიურად!"

img

კაცობრიობას, განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდგომ გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოველდღიური მოხმარების საგნებისათვის განსაზღვრული ფორმები და დანიშნულება მიეცა, მის შესაქმნელად სხვადასხვა მასალა გამოეყენებინა, შემდეგ ეს საგნები გაეფორმებინა და ასე, დროთა ცვალებადობასთან ერთად პრიმიტიული ფორმებიდან დაწყებული ხელობა, ხელოვნებად ექცია!

დღეს, თანამედროვე მსოფლიო, ინტერიერების შესამოსად, ავეჯის უზარმაზარ ინდუსტრიას ანვითარებს და სულ უფრო მეტი კომფორტის შესაძლებლობას უქმნის მომხმარებელს. განსაკუთრებული მოთხოვნა ავეჯის ექსკლუზიური და უნიკალური ტიპის მოდელებზეა, როდესაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მის მოთხოვნასა და გემოვნებაზე ორიენტირებული ავეჯი, პერსონალურად შეუკვეთოს. ამ თვალსაზრისით, ქართულ ბაზარზე, არჩევანი ისეთი ტიპის მულტიბრენდულ შოურუმებზე, რომლებიც წამყვანი ევროპული კომპანიების ავეჯს ჩვენი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომს ხდიან, ცოტაა.

2019 წლის დასაწყისიდან კი მას შემდეგ, რაც იტალიური ავეჯისა და აქსესუარების ოფიციალური დილერი Castello ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ქართველ მომხმარებლებსაც მიეცა შესაძლებლობა, მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილი ექსკლუზიური მოდელები, (საშუალო და პრემიუმ კლასის ავეჯის სეგმენტში), მისაღებ ფასებში მათთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

აღმაშენებლის ხეივანის 40 ნომერში, 1000 კვ.მ ფართობის სამ სართულზე განლაგებული შოურუმი, შესაძლებლობას გაძლევთ ერთიან სივრცეში სახლის ავეჯის მრავალფეროვანი კომბინაციები იხილოთ, იქნება ეს: მისაღები და სასადილო ოთახის საძინებლის კომპლექტაციები თუ სამუშაო ოთახის სივრცე. Castello-ს გუნდს ავეჯის ინდუსტრიაში რვაწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს, რომ მუდმივად განახლებადი, ტრენდული, დიზაინერული და ექსკლუზიური კოლექციები წარმოგიდგინოთ.

გვანცა სვანიძე (Castello-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი): ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნიკალური მულტიბრენდული შოურუმი დაეფუძნებინა, რომელიც თავისი პატრონაჟის ქვეშ გააერთიანებდა: იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და ზოგადად ევროპის სხვა ქვეყნების წამყვანი ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ნაწარმს. ჩვენს კოლექციებში შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ისეთი ცნობილი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული დიზაინის კორიფეების ნამუშევრები, როგორებიც არიან: პაოლა ნავონე, რომელიც წლების მანძილზე ბოჰემიური იტალიური Gervasoni 1882-ის მთავარი დიზაინერია. მსოფლიოს არქიტექტურისა და დიზაინის გურუდ წოდებული ზაჰა ჰადიდი, რომლის ექსკლუზიურ განათებებსაც შეხვდებით Castello-ს მაღაზიაში Slamp-ის ბრენდით. სახელგანთქმული ჰოლანდიელი მაესტრო მარსელ ვანდერსი, დიზაინის მოდის კანონმდებელი პიერო ლისონი, კარლო კოლომბო და მრავალი სხვა. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა, რომ მთელი ეს ნაკრები გაგვეხადა ქართველი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი. გადმოცემით, ჟურნალებიდან და გლამურული ფურცლებიდან კი არ სცოდნოდათ ეს ყველაფერი, არამედ ამ ცნობილი დიზაინერების ნაწარმი შეკვეთიდან ორთვიანი მოცდის პერიოდის შემდგომ ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი როგორც ფიზიკურად, ისე ფასის სეგმენტში.

საკმაოდ რთულ პერიოდში დავიწყეთ ფუნქციონირება, იანვარში, რომელიც გაყიდვების კუთხით საკმაოდ სუსტ პერიოდად ითვლება, მაგრამ მაინც ვენდეთ ჩვენს გამოცდილებას და ამ ხუთი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ ქართველი მომხმარებელის გარკვეული ლოიალობა. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილ ბრენდებს შორის გამოვარჩევდით შემდეგს: „Twils”, “Gervasoni 1882”, “London Art” (ექსკლუზიური შპალერებისა და კედლის ინსტალაციების მწარმოებელი კომპანია), „“AlfdaFre-Valdesign”, Slamp” და რაღა თქმა უნდა სახელგანთქმული “ReflexAngelo” (მარმარილოს-შუშის მაგიდებისა და ბროლის სანათების მსოფლიო კანონმდებელი).

მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავეჯი იყიდება თქვენთან?

კასტელო ძირითადად ყიდის საცხოვრებელი ბინის ავეჯს: მისაღები ოთახის კომპლექტაციები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, სამუშაო მაგიდები, დრესუარები, მოსასვენებელი ავეჯი, მაგიდები, სკამები, კარადები, ტელევიზორის სადგამები...აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ლოფტის ტიპის შოურუმის ინტერიერი. აქ არ არის ავეჯი უბრალო პრინციპით გაბნეული, ყველაფერი კომბინირებულია და ყოველი ცალკეული პროგრამა სეგმენტურად არის განლაგებული და შეხამებული ერთმანეთთან. შესაბამის სივრცეში, სათანადო განათების ქვეშ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს წაიკითხოს ეს ყველაფერი და წარმოიდგინოს საკუთარ ინტერიერში. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. ჩვენ არ ვყიდით უბრალო ავეჯს, არ გვაქვს მაღაზია მაღაზიისთვის, ყველაფერი რაც აქ არის წარმოდგენილი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქ რასაც შეიძენთ იქნება აბსოლუტურად უნიკალური.

დიზაინერებთან თუ თანამშრომლობთ?

დიზაინერებთან ურთიერთობა წარმოადგენს Castello-ს აბსოლუტურ პრიორიტეტს. მეორე სართულზე, გვაქვს სპეციალური გამოყოფილი სივრცე, რომელსაც ეტაპობრივად ვავსებთ ქსოვილების, ლაკირებული, მატისებრი თუ პრიალა ხის ზედაპირების ნიმუშებით. „კასტელო“ გარკვეულწილად არის შუამავალი ევროპულ მწარმოებლებსა და ქათველ მომხმარებელბს შორის. აქ მთავარია ამ მესიჯის სწორი გადმოცემა. ჩვენთან შერჩეული ნებისმიერი ნივთი, აძლევს მომხმარებელს იმის შესაძლებლობას, რომ უშუალოდ თავის ინტერიერს მოარგოს. ქსოვილების უზარმაზარ ასორტიმენტთან ერთად (რომელიც მოიცავს: როგორც ხავერდის, ისე ბოლოდროინდელი ტრენდის მატარებელი ველიურის, ჯაკარის, ტილოს, ზამშის, ტაფტის A, B, C, D და ლუქსის კატეგორიებს), ე.წ. ალკანტარას, ნატურალურ  და ტყავის შემცვლელ ფაქტურებს, ადგილზე გვაქვს მარმარილოს ტოპების შესაბამისი სპესიმენები (Bianco Carara, Emperador Dark, Gold, Negro Marquina, Verde Guatemala და სხვა) რომლებიც უმთავრეს წილად გამოიყენება მაგიდის ზედაპირებზე , კონსოლებში, ასევე ჟურნალისა და მისადგმელ მაგიდებში. ამ ეტაპზე 6 კატეგორიის მარმარილოს ნიმუშია წარმოდგენილი. გავქვს ასევე მეტალის შესაბამისი კატეგორიის ნიმუშები, რომლებიც შეიძლება ავეჯის დეტალის, ბუქქეისის ან საწოლის ფეხის სახით იქნეს წარმოდგენილი ან შეცვლილი. ასევე ავეჯის ხის ზედაპირების უზარმაზარი ასორტიმენტი. ჯამში, ზემოთხსენებული ქსოვილების, მეტალისა და მარმარილოს ნიმუშებში თამოყრილია 350-ზე მეტი კატეგორია და ფაქტურა. გარდა ამისა გვაქვს კატალოგების ფართო არჩევანიც მხოლოდ ექსკლუზიური იტალიური კომპანიებისაგან როგორც საშუალო ისე ე.წ.  High End-ის ავეჯის სეგმენტში (Bruno Zampa, Pregno, Longi, Porada). დიზაინერს, რომელიც მუშაობს ამათუიმ კონკრეტულ პროექტზე, აქვს საშუალება ჩვენთან , მშვიდ ვითარებაში, თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სამუშაო გარემოში, სადაც ჩვენი კონსულტანტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე გაუწევენ მეგზურობას.

კოლექციების განახლება რა სიხშირით ხდება?

ამა წლის აპრილში ჩვენი გუნდის ხუთკაციანი დელეგაცია გახლდათ მილანის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მოხდა კონტრაქტების გაფორმება და უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე ოთხი ახალი ბრენდი შეემატება Castello-ს, მათ შორის „Altacom”, რომელიც დღეისათვის გახლავთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნოვატორი ტრანსფორმირებადი ავეჯის წარმოების სფეროში. მაგალითად, მცირე ზომის ჟურნალის მაგიდა შესაძლოა გადაკეთდეს 12 კაციან სასადილო მაგიდად, რაც ავეჯს უკვე მრავალფუნქციურს ხდის. ამ ეტაპზე ჩვენთან შოურუმში პრემიუმ-კლასის ავეჯის 35-მდე საცხოვრებელი პროგრამაა წარმოდგენილი: მისაღები, სასადილო, საძინებელი ოთახების, რბილი ავეჯისა თუ ტელევიზორის სადგამების სახით...თანამედროვე ტიპის ავეჯის გარდა, შოურუმში მცირე დოზით ასვე ადგილი ეთმობა კლასიკური ტიპის კომბინაციებსაც. თუმცა, კატალოგებით გაცილებით დიდი ასორტიმენტის შეთავაზების შესაძლებლობა გვაქვს. ადგილზევე გვაქვს საკმაოდ ტრენდული ხალიჩები. მრაალფეროვანი შუშისა და მეტალი აქსესუარები, ჭაღები, ტრშერები, მაგიდის სანათები, მყიდველს ვთავაზობთ ასევე კედლის ექსკლუზიურ ინსტალაციებს, შპალერებს.. როგორც საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის, ისე წყალგაუმტარ შპალერსაც სველი წერტილებისათვის (მარსელ ვანდერსის დიზაინი), რომელიც ვიზუალურად საკმაოდ ეფექტური  და კრეატიულია. ამავდროულად საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები კაფელ-მეტლახზე და სანაცვლოდ მიიღონ ულამაზესი კრეატიული კედლის დიზაინი. ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა კორპორატიული კლიენტებისათვის (რესტორნები, სასტუმროები, ოფისები და სხვა).

კოლექციის განახლებას, წელიწადში 2-3 ჯერ ვგეგმავთ. ჩვენ არ ვართ მაღაზია, ჩვენ ვართ შოურუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ წარმოდგენილ ნებისმიერ ავეჯს მომხმარებელი უკვეთავს თვითონ. შეკვეთიდან 2-3 თვეში კი ადგილზე უფასოდ ვაწვდით პროდუქციას. ღირებულებაში შედის ასევე მონტაჟი. გვაქვს უკვე ბესტსელერი მოდელებიც, რომლებმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად გვაქვს სტოკში. ავეჯს ადამიანი მაინც ინდივიდუალური ცხოვრების წესიდან გამომდინარე არჩევს, იგი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს, როგორც მის ხასიათს, ისე განწყობას. ჩვენ კი სწორედ ამისათვის ვართ, რომ საკუთარი სიცრცის სწორად დაგეგმვასა და გადაწყვეტაში დაგეხმაროთ.

ადრე ინტერიერში ღია ტონების გამოყენებას ერიდებოდნენ, ახლა უფრო გახალისდა ფერთა გამა, ეს თქვენთვის რამდენად თვალშისაცემია?

გეთანხმებით, რადგან თავის დროზე საქართველოში ამ ინდუსტრიაში არსებული დაბალი კონკურენციის გამო მუქ და პასტელურ ფერებს ენიჭებოდა უპირატესობა, მაგრამ ეს ტენდენცია უკვე შეიცვალა, რაც ალბათ საზღვრების გახსნამ, ჯანსაღმა კონკურენციამ და ზოგადად დიზაინის კულტურის გარკვეულმა პოპულარიზაციამ განაპირობა. მაგალითად, წელს ძალიან მოდაშია ღია ვარდისფერი და მუქი ლურჯი ფერები. ქსოვილებიდან გამოვყოფდი ველიურს. უფრო მოთხოვნადი გახდა ხავერდში შესრულებული ავეჯიც, ვიდრე ე.წ. ალკანტარა, რომელიც დომინირებდა 2018 წელს.

2019 წლის სექტემბრიდან „კასტელოს“ ე.წ. ტრანსფორმირებადი ავეჯი, პრემიუმ-კლასის მატრასები და ახალი განათება შეემატება. ასორტიმენტის სიმრავლემ კი დღის წესრიგში სავაჭრო სივრცის გაფართოების იდეაც დააყენა. შესაბამისად, არსებული შენობის უკანა ეზოს მხრიდან, დამატებითი ფართის (1000 კვ.მ. ნაკვეთზე) მშენებლობა იგეგმება. მომავალი წლისთვის „კასტელო“ უკვე გაცილებით დიდ სივრცეში (დაახ. 3500 კვ.მ. ფართობზე) გაგიწევთ მომსახურებას.