Liu-Jo Living კასტელოს ექსკლუზიური პარტნიორია!
გვსურს გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე, რომელიც მდგომარეობს კასტელოსა და მსოფლიო ფეშენ ინდუსტრიის ლიდერის Liu-Jo-ს ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულებაში, რის შედეგადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება მოდის ინდუსტრიის გიგანტის, ავეჯისა და ინტერიერის მიმართულების - Liu-Jo Living-ის ექსკლუზიური დილერობისა და პარტნიორობის შესახებ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას და შეკვეთილ იქნა 4 ზონისგან (მისაღები-ლაუნჯი, სასადილო, საძინებელი და გარე-აუთდორი) შემდგარი უზარმაზარი ავეჯის კოლექციია, რომელიც shop in shop-ის კონცეფციით მზად იქნება საექსპოზიციოდ ჩვენს ინტერიერულ სალონში უკვე მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის.
Liu-Jo იტალიური ფეშენ ბრენდია, რომელიც 1995 წელს კარპიში დაარსდა, თავისი არსებობის საწყის წლებში ტექსტილის ინდუსტრიაში განვითარდა, საიდანაც ტრანსფორმირდა პრეტ-ა-პორტე მოდაში, ერთ-ერთ ლიდერ ბრენდად. Liu-Jo სინონიმია თანამედროვე იტალიური სტილის. მისი ფილოსოფია კი მიემართება ბუნებრივი ფემინურობის ამაღლებას და თითოეული ქალის ინდივიდუალურ სილამაზეს. Liu-Jo-ს სტილი ყოველთვის არის დახვეწილი, გლამურული და იძლევა ინდივიდუალური ინტერპრეტაციის საშუალებას Liu-Jo Living-ის მთავარი ღირსება არის ის, რომ შეძლო და მოდის ინდუსტრიაში არსებული აქცენტები გადმოიტანა ინტერიერში. მისი პროდუქცია ნიმუშია განუმეორებელი პრეტ-ა-პორტე ავეჯის დიზაინერების შემოქმედების. შედეგად მივიღეთ ტრანსფორმერული ავეჯი, რომელიც ყველა ინტერიერში ინტეგრირდება საოცარი ოსტატობით. ოსტატობა, მრავალფეროვნება, სტილი და მდგრადობა გაერთიანებულია Liu-Jo Living-ის შექმნილ ავეჯის სამყაროში, გრაციოზული ცვლილებებისთვის. ბრენდის კოლექციაში წარმოდგენილი ახალი ფორმები და კონფიგურირებადი მასალები ახალ გზებს ხსნის ინტერიერის დიზაინში. Liu-Jo ნამდვილი ნიმუშია მოდის, კომფორტისა და მობილურობის, რომელსაც თანაბრად ავლენს არა მხოლოდ ფეშენ, არამედ უკვე ავეჯის ინდუსტრიაშიც.
Liu-Jo-ს მთავარი მიდგომა ინტერიერის დიზაინში არის ის, რომ შექმნას მყუდრო გარემოს ახალი კონცეფცია. 180-ზე მეტი ქსოვილის, ტყავისა და პატერნის საშუალებით, Liu-Jo შესაძლებელს ქმნის უნიკალური ელემენტების მქონე ავეჯის შექმნას. მისი დიზაინები აბსოლუტურად გარდაქმნადია მომხმარებლის კრეატივით. Liu-Jo Living აწარმოებს როგორც შიდა, ასევე გარე ავეჯს. აღსანიშნავია, რომ Liu-Jo-ს ახალი კოლექციიდან Soft Island დივანი გამარჯვებულია პრესტიჟული დაჯილდოების - Archiproducts-ის. Soft Island არის დივანი, რომლის დიზაინიც ერთი მხრივ ძალიან ნაზია, მეორე მხრივ კი იძლევა საშუალებას გარდაიქმნას საწოლად ან შეზლონგად. დივნის კონფიგურაციაში შესაძლებელია ტექსტურისა და ფერების ცვლილება.
Liu Jo Living ქმნის ინდივიდუალურ კონცეფციას, რომელიც პასუხობს თანამედროვე ინტერიერის ყველა საჭიროებას. ამის წყალობით, ჩვენ ვიღებთ სრულიად ახალ, ინოვაციურ და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს ინტერიერში. დივანებისა და პუფების გარდა, აქ ნახავთ ხალიჩებს, ნათურებს და მაგიდებს, რომლებიც არატრადიციულად აერთიანებს ამ ბრენდის სტილს და ფუნქციონირებას.
Liu Jo Living ავეჯი აკმაყოფილებს კარგი დიზაინის ყველა კრიტერიუმს, ამცირებს ნახშირბადის კვალს, არის მაქსიმალურად ფუნქციონალური და გთავაზობთ ახალ, არარეგულარულ ფორმებს, რომლებიც რევოლუციას ახდენენ სახლის გარემოში. Liu Jo Living-ის ავეჯის სტილი გამოიხატება კონტრასტის იდეაში - ხისტი და მარტივი სტრუქტურა აერთიანებს მოძრავ ელემენტებს, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურ სტილს და საშუალებას იძლევა პროდუქტის პოზიციის ან ფუნქციის მარტივ ცვლილებებს.
2 წლის წინ სიახლეები