Castello-ს მულტიბრენდული შოურუმი ვენეციური ReflexAngelo-ს გრანდიოზული ექსპოზიციისთვის ემზადება

img

გვსურს გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე, რომელიც მდგომარეობს სულ რაღაც თვენახევარში მსოფლიო მასშტაბის პრემიუმ-კლასის ავეჯის მწარმოებელი ბრენდის Reflex-ის 7 ზონისგან შემდგარი გრანდიოზული ექსპოზიციის გახსნაში. მურანოს შუშის შედევრებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით ცნობილი ვენეციური ბრენდის ექსკლუზიური ზონა .. Shop-in-Shop პრინციპით განლაგდება Castello- მულტიბრენდული შოურუმის ახალ დიზაინერულ სივრცეში 200 კვ. მეტრზე, ცენტრალურ ადგილას ატრიუმის ქვეშ.


ამ ეტაპისთვის საკუთრივ კომპანიის იტალიელი მესვეურების ჩართულობით მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, რომლის შეფასების, დათვალიერების და სურვილის შემთხვევაში შეკვეთების განხორციელების შესაძლებლობაც ჩვენს გულშემატკივრებსა და ვიზიტორებს ექნებათ უკვე 2023 წლის მარტის ბოლოდან. რაც შეეხება საკუთრივ კოლექციას, რომელშიც იშვიათი დიზაინის სასადილო, გასაშლელი და მცირე მაგიდების გარდა, იქნება მურანოს შუშისგან ანტიკური ვენეციური ტრადიციის გამოყენებით დამზადებული დიდი ზომის სარკე-საათები, უმაღლესი კატეგორიის ქსოვილებში გაწყობილი თანამედროვე სტილის სკამები, მარმარილო-შუშის ძვირფასი ფინიშინგებით VetroMarmo გაფორმებებული კოქტეილ-ბარები, კედლისა და მისაღები ოთახის კონსოლები, დრესუარები, იტალიური დიზაინის საერთაშორისო სავიზიტო ბარათად ქცეული ლეგენდარული Pininfarina-ს განუმეორებელი ხელწერით შესრულებული ინტერიერული გადაწყვეტილებანი და მრავალი სხვა საინტერესო ნივთი ბევრს არ ვისაუბრებთ. როგორც ამბობენ ბევრჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.