კასტელოს გუნდი Salon del Mobile-ის რიგით 59-ე გამოფენაზე

img

ერთწლიანი პაუზის შემდგომ ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი გამოფენა Salone Del Mobile milano 5 სექტემბერს გაიმართა და 10 სექტემბრამდე უმასპინძლა გამოფენაზე მისულ სტუმრებს. შეგახსენებთ,  რომ Salone Del Mobile-ის გამოფენა 1961 წლიდან მილანში ყოველწლიურად აპრილის თვეში ტარდება, თუმცა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა 2020 წელს გამოფენის ორგანიზება შეუძლებელი გახადა, ამიტომ რიგით 59-ე გამოფენა რომელიც 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო წელს 2021 წლის 5-10 სექტემბერს გაიმართა.

გამოფენას ესწრებოდა კასტელოს გუნდიც, ვიზიტის ფარგლებში მოვინახულეთ როგორც ჩვენი პარტნიორი კომპანიები და მათი განახლებული საგამოფენო კოლექციები, ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი სხვა ჩვენთვის კარგად ცნობილი ბრენდები.