მალე!!! ქალაქ ბათუმში Castello-ს კონცეპტუალური შოურუმის ოფიციალური გახსნა

img

სიხარულით გვსურს გაუწყოთ, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დღე დარჩა Castello-ს ბათუმის კონცეპტუალური შოურუმის ოფიციალურ გახსნამდე, სადაც ადგილობრივ ვიზიტორებს ელოდებათ  Cattelan Italia-ს ყველაზე დიდი ექსპოზიცია საქართველოს მასშტაბით, ასევე მათვის ხელმისაწვდომი იქნება 28-მდე პრემიალური ბრენდის პროდუქცია და შოურუმის გახსნასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობები. 

11 აპრილიდან შოურუმი ფუნქციონირებს სამუშაო რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ესტუმროს, დაათვალიეროს და მიიღოს სასურველი ინფორმაცია პროდუქციაზე ჟ. შარტავას N8-ში, ყოველდღე 11:00-20:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ ავეჯისა და აქსესუარების მულტიბრენდული შოურუმი Castello არის წამყვანი იტალიური ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დილერი და რითეილერი საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლის დეკემბრიდან ოპერირებს საშუალო და პრემიუმ-კლასის ავეჯის სეგმენტში და მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად განახლებად ტრენდულ და ექსკლუზიურ კოლექციებს  - ავეჯის, ექსკლუზიური შპალერის, კედლის ინსტალაციების, აქსესუარებისა და განათების სეგმენტში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ იტალიურ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Arketipo, Cattelan, Reflex, Moroso, Pregno, Galimberti Nino, Bretz, Twils, Qeeboo, Tirolo, Tonin Casa, Rosini Home, Drigani, Slamp, Veneran, MAsalgueiro, Divanidea, Gurian, LOF'S, Lenzi Marble Attitude, Covet House,  EICHHOLTZ, LondonArt Wallpaper, Emu, Talenti Outdoor Living, Bruno Zampa, და სხვა.