Collectionist by Laura Meroni - მასიური ხის კოქტეილ-ბარი 7 გამოსახსნელი კარით თხელი მეტალის ფეხზე

Collectionist by Laura Meroni - ელეგანტური მასიური ხის კოქტეილ-ბარი 7 გამოსახსნელი კარით, მომრგვალებული გვერდებით, ბრაშირებული მეტალის თხელ ფეხზე, Sesel-ის ტიპის დეკორატიული ბრინჯაოს სახელურებით ან მათ გარეშე, ხელმისაწვდომი როგორც დაბალ ბაზაზე, ისე მეტალის ფეხით. მისი დიზაინი ინსპირირებულ იქნა გასული საუკუნეების ე.წ. "სეკრეტერების" ესთეტიკით, რომლებიც განკუთვნილ იყო პირადი ნივთებისა და დოკუმენტების სისტემატიზების, შენახვისა და დემონსტრირებისთვის. 

წარმოდგენილი მოდელის გარეგნული ვიზუალი გიწვევთ თავისთან, რათა შეეხოთ მის მომრგვალებულ ზედაპირებს და შეაფასოთ ბრინჯაოს ჩამოსხმული სახელურები, რომლებიც ანიჭებენ მას განუმეორებელ მხატვრულ ღირებულებას.

Collectionist გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯი ან ინტერიერის ცალკეული ნივთი, ის გახლავთ ელეგანტურობისა და ფუნქციურობის თამამი განაცხადი, ინსპირირებული წარსულის ნოსტალგიით, რომელშიც ჰარმონიულად ერთიანდება სივრცის ორგანიზების პრაქტიკულობა და დიზაინის ხელოვნება.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: LAURA MERONI

დიზაინერები: ბარტოლი დიზაინი

კოლექცია: Collectionist

სტილი: თანამედროვე,

კატეგორია: კაბინეტი, ბარი,

ზომები: 160*40*147H სმ.