Eliot CrystalArt by Cattelan Italia - თანამედროვე სტილის სასადილო მაგიდა შუშის დეკორატიული ტოპით
Eliot CrystalArt by Cattelan Italia - Eliot-ის მოდელები წარმოადგენენ Cattelan Italia-ს თანამედროვე სასადილო მაგიდების ყველაზე სრულყოფილი კოლექციის ხაზს, საიდანაც მომხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს როგორც ზედაპირების განსხვავებული ფინიშინგები, ისე მეტალის ფეხის მოპირკეთების სხვადასხვა ვარიანტები. ის გახლავთ დახვეწილი ესთეტიკის მქონე ნივთი, რომელიც ნახვისთანავე იპყრობს თქვენს ყურადღებას, თუმცა არასოდეს გამოიყურება გადაჭარბებულად. მაგიდის მეტალის ბაზა, რომელიც ფართოვდება ცენტრიდან გვერდებამდე ქმნის მყარ თუმცა მსუბუქ კონსტრუქციას, რომელიც ხაზს უსვამს გამოყენებული მასალების ბრწყინვალებას. მაგალითად, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Eliot CrystalArt-ის მოდელი შუშის ზედაპირით, რომელიც დეკორირებულია განსხვავებული ფერის მქონე მხატვრული ტექსტურით. იგივე დეკორის ტექნიკა გამოიყენება CrystalArt-ის მაგიდის გასაშლელ კონფიგურაციაშიც. შედარებით მოზომილად გამოიყურება Eliot Wood-ის მაგიდის მოდელი, მასიური ხის ტოპითა და მრუდე გვერდებით. ამის საპირისპიროდ Eliot Wood Drive-ის მოდელს გააჩნია სწორი გვერდების გარშემოწერილობა, რის შედეგადაც ვიღებთ გასაშლელი მაგიდის კომპაქტურ ვერსიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიგრძე შეადგენს 3 მეტრს.
დიზაინერულ კოლექციას ასრულებს Eliot Keramik-ებისა და Eliot Keramik Drive-ის სტილის მაგიდების სერია კერამიკული ზედაპირებით, რომელთაგანაც უკანასკნელი ასევე ხელმისაწვდომია Eliot Keramik Round-ის მრგვალ კონფიგურაციაში მეტალის სამი ფეხით.
მასალა: ზედაპირი - კრისტალარტი, ბაზა - მეტალი
ზომები: 200*100*73H სმ.
ზომები: 200*120*73H სმ. მომრგვალებული გვერდებით
ზომები: 240*120*73H სმ.
ზომები: 240*120*73H სმ. მომრგვალებული გვერდებით
ზომები: 300*120*73H სმ.
ზომები: 300*120*73H სმ. მომრგვალებული გვერდებით