Sweet Brothers by Qeeboo in collaboration with Fiat - საკულტო Fiat 500-ის მოდელის გამოშვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით Qeeboo-მ ლიცენზირებული კოლაბორაციით გამოუშვა ყველასთვის საყვარელი მაგიდის სანათების ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც წარმოადგენს "Made in Italy"-ის პოსტულატის ახლებურ ინტერპრეტაციას. Fiat 500 თანამედროვე იტალიის ისტორიაში არ გახლავთ უბრალოდ ავტომობილი: ის უკანასკნელი წლების მანძილზე განასახიერებს სიმარტივის, თავისუფლებისა და მიზიდულობის სულისკვეთებას, რითაც იქცევა ე.წ. "La Dolce Vita"-ს ან "ტკბილი ცხოვრების" სიმბოლოდ, რაც სიღრმისეულად ეკვეთება ექსტრაორდინალური Qeeboo-ს ემოციური დიზაინის ენას. ეს კაფსულური ტიპის კოლექცია წარმოადგენს იმ დიდი მემკვიდრეობის თამამ თანამედროვე ხედვას, რომელიც გამოიჩევა Fiat 500-ის ორგინალი მოდელით ინსპირირებული ბრწყინვალე მეტალიკის ფინიშინგითა და დახვეწილი ფერთა პალიტრით. ხოლო, მისი დიზაინის არსში დევს სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი იკონური მაგიდის სანათების კოლექცია "Sweet Brothers" შესრულებული კომპანიის საფირმო ფერებში.
Foliage by Poltrona Frau - Foliage გახლავთ დიზაინერული ტორშერი გამოკვეთილი სკულპტურული კონტურით. მისი უნიკალური ხის ფორმა საფუძველს უყრის ფიზიკურ კავშირს შუქთან: განათებულ მდგომარეობაში სილუეტი თითქოს ქრება და წარმოშობს ჩრდილს, რომელიც თავის მხრივ ტრანსფორმირდება უნიკალურ ურთიერთქმედებაში ტორშერთან. აღნიშნული პროცესი კი წარმოშობს ნათების საოცარ ეფექტს და ავსებს სივრცეს თბილი, მყუდრო და პოეტური ატმოსფერით.
Six N. Five - გახლავთ არგენტინელი ციფრული ხელოვანისა და დიზაინერის ეზეკილ პინის სტუდიის აბრევიატურა, რომელიც არის პიონერი 3D ტექნოლოგიის მხატვრული გამოყენების დარგში. მისი ნამუშევრები მჭიდრო კავშირშია ზოგადად ბუნებისა და შუქის გამოყენებასთან. ხოლო ანიმაცია და გამორჩეული პროექტები ექსპონირდება მსოფლიოს ისეთ აღიარებულ მუზეუმებში, როგორიცაა: Art Basel, Moco Museum, Fotografisca Stokholm, Museo della Permanente და სხვა. Poltrona Frau-სთან კოლაბორაციამ მისცა საშუალება დიზაინერს პირველად ზიარებოდა ილუმინაციის სამყაროს.