New-tone by Moroso - პოსტ-მოდერნისტული სტილის კანეპე ელეგანტური მაღალი ზურგით

New-tone by Moroso - პოსტ-მოდერნისტული სტილის კანეპე ელეგანტური მაღალი ზურგით. ამ შემთხვევაში დიზაინერი იმპროვიზირებს რაციონალიზმის მცნებასთან. აღწევს მის სიღრმეში და თითქოს ეხუმრება კიდეც: New-Tone-Tonet-Tonin, ჟღერს როგორც ლიბერტანული პოეზიის ნაწილი, მხიარული და უხეში ფუტურისტული ევოკაცია. მაშინ როდესაც დივნის საჯდომი სექცია გვაგონებს Streamline-ის მიმართულების არქიტექტურას ჰორიზონტალური ფორმისა და მოხრილი კონტურის დეტალებთან კომბინაციაში. ნაწილობრივ დივნის სტრუქტურა თითქოს წააგავს კლასიკური დიზაინის ესტეტიკას, თუმცა, ამავდროულად იგი ნაკარნახევია ჰიდროდინამიკის წესებითა და ნორმებით.

New-Tone გახლავთ ახლებური რაკურსით განსახიერებული პოსტ-მოდერნისტული ხედვა, რომელიც ანიჭებს ჯდომის აქტს განახლებული სტილისა და რესპექტაბელურობის აურას.

დამზადებულია განსხვავებული სიმკვრივის მყარი პოლიურეთანის მასალისგან, ხის კარკასზე, პოლირებული ალუმინიუმის ფეხით და ფიქსირებული-სტატიკური შალითებით. დამატებითი საზურგე ბალიშები სეიცავს ბატის ბუმბულს.  

ონლაინ განვადება:

ბრენდი: MOROSO

კოლექცია: New-Tone

სტილი: პოსტ-მოდერნი,

კატეგორია: დივანი,

ზომები: