AeroZeppelin by Diesel for Moroso - ვინტაჟური დივანი ინსპირირებული ადრეული საჰაერო ხომალდების დიზაინით
AeroZeppelin by Diesel Living for Moroso - ვინტაჟური და არაფორმალური სტილის დამსახურებით, წარმოდგენილი დივნის კონტურის ესთეტიკა განისაზღვრება თვალსაჩინო დიზაინერული ნაკერებით, რომლებიც ქმნიან მკვეთრი ვიზუალური სტრუქტურის მქონე ქსელს, რომელიც გვაგონებს ადრეული კომერციული მგზავრობისთვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდის - Zeppelin-ის დიზაინს.
მისი სავარძელი პუფთან ერთად წარმოადგენს განსხვავებული ზომის მოდულებისგან შემდგარი რბილი ავეჯის სისტემის ნაწილს, რომელთა კომბინირებითაც შესაძლებელია მრავალფეროვანი კონფიგურაციების შექმნა. კარკასის მოცულობით "პლატფორმა"-ს ავსებს რბილი და კომპაქტური ზომის ბალიშები, რომლებიც ავსებენ საზურგე ნაწილსა და სამკლაურებს, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს დივნის სტილის საკუთარი ინტერპრეტაციით აწყობის საშუალებას.
ზომები: