D-Uffle by Moroso - ურბანული ცხოვრების წესით ინსპირირებული დივანი ზურგჩანთის სილუეტით
D-Uffle by Moroso in collaboration with Diesel Living - ორიგინალური დივანი ინსპირირებული ურბანული ცხოვრების წესით, გამორჩეული მოცულობითი ფორმებით და განსაკუთრებული კომფორტით. არაფორმალური ვიზუალის მქონე არტ-ობიექტი მახასიათებელი კონტურებით, რომლის დიზაინის არსშიც ნაჩვენებია აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ზურგჩანთისა და სხვა წყალგაუმტარი ტანსაცმელის გახსნისა და დაკეცვის მექანიზმები.
Diesel Living-თან კოლაბორაციით შექმნილი დივანი D-Uffle განასახიერებს თანამედროვე ესთეტიკას და მოწოდებულია მოეწონოს მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელიც ეწევა აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას, სტილისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნების ხარჯზე. სახელწოდება მოგვაგონებს სპორტული ტიპის ჩანთას და აქცენტირებს თანამედროვე დინამიური ცხოვრების წესის კონცეფციას, რომელსაც ახასიათებს აქტიურობა და მეგობრებთან სახლსა თუ ქალაქგარეთ დროის ტარების მომენტები.
მისი დიზაინის ძირითადი კონცეფცია მდგომარეობს ერთგვარ ჩანთაში ჩაკეცილ რბილ ბალიშებში, რომლებიც ქმნიან არაფორმალურ საჯდომ სექციას. სამკლაურებისა და საზურგე ბალიშების მოცულობითი შალითები იკეცებიან დრაპეში, რომლის სიმრუდესაც აწონასწორებს დიზაინი. ხოლო, საჯდომი ბალიშებისა და კორპუსის მაფიქსირებელი ქამრები გახლავთ ზუსტად ის დიზაინერული ელემენტი, რომელიც ანიჭებს დივანს ფორმების სიმარტივესა და სწორ ხაზებთან ერთად არაოფიციალურ ვიზუალს.
მოდელი ხელმისაწვდომია 2 განსხვავბული ზომის მქონე დივნის, სავარძლისა და პუფის კონფიგურაციებში.
ზომები: