Salon Nana by Moroso - აღმოსავლური კულტურით ინსპირირებული თანამედროვე სტილის სექციური დივანი

Salon Nana by Moroso - ეს ორიგინალური კოლექცია წარმოადგენს ფრანგულ-ლიბანური წარმომავლობის არქიტექტორთან Annabel Karim Kassar-თან განხორციელებული კოლაბორაციის შედეგს. მისი სახელწოდება მოწოდებულია შეგვიქმნას წარმოსახვაში კომფორტული ატმოსფეროს განცდა, რომელსაც შევხვდებოდით მე-19 საუკუნის ლიტერატურულ წრეებში (ემილ ზოლას ცნობილი ნაწარმოები "ნანა" გამოქვეყნებულ იქნა 1880 წ.). კოლექცია მოიაზრებს თავის დიზაინში მოქნილი ფორმის მოდულურ სისტემას, რომლის ადაპტაციას შესაძლებელია ნებისმიერ ინტერიერზე. ასევე, მისადგამი მაგიდების ორ განსხვავებულ კოლექციას, რომელიც ინსპირირებულია მაროკოს ტრადიციებით. Nana-ს დივნების სერია უმთავრესწილად ემყარება მოცულობითი ზომის სილუეტს, რომლებიც მოცულობითი ბალიშებისა და ქსოვილების ფართო არჩევანის (მაროკოული სტილის ზოლიანი ქსოვილებიდან დაწყებული, რბილი ხავერდისა და მრავალფეროვანი კონტრასტული პრინტებით დამთავრებული) მეშვეობით უზრუნველყოფენ უნიკალური კომფორტის განცდას.  
კოლექცია კომბინირებულია "Mezze"-ს სახელწოდების მქონე დაბალ ტრადიციულ მატრასებთან, რომლებიც გამოიყენება აღმოსავლური კულტურის სახლების ცენტრალურ მისაღებ ოთახებში. 
კოლექციას ასრულებს ოთხკუთხედი ფორმის მცირე და მისადგამი მაგიდების სეტი მეტალის ბაზაზე სამი განსხვავებული ფერის შუშის ან მარმარილოს ზედაპირებით.

ონლაინ განვადება:

ბრენდი: MOROSO

კოლექცია: Salon Nana

სტილი: არაბული,

კატეგორია: დივანი, კუთხის დივანი,

ზომები: